სარა ტისდეილი - სახეცვლილება
დამიმახსოვრე ისეთივე, ვით ვიყავ მაშინ; ახლა კი წადი, ოღონდ მინდა თვალწინ რომ გედგას, პირმოცინარი ქალიშვილი გაფურჩქნილ ბაღში, შუაღამისას ვინც გელოდა მარტოკა მედგრად და სიყვარულით დანთებული კამკამით თვალთა, ჰგავდა ზაფხულის ნაზი ღამის ციმციმა ვარსკვლავთ.
პირი იბრუნე, მაგრამ მინდა ჩაგესმას მუდამ ნამიან ღამით ხმადახშული სიცილის ჩქამი ერთადერთი წლის, როცა ერთად ცხოვრება გვსურდა, იმ ერთადერთხელ თანგანცდილი ჭაბუკურ ჟამის; ზურგი მაქციე, თორემ ვეღარ იპოვი შვებას როცა იხილავ, რა დამმართეს მომდევნო წლებმა.
17 მარტი, 2024 წ.
Sara Teasdale - Change
Remember me as I was then; Turn from me now, but always see The laughing shadowy girl who stood At midnight by the flowering tree, With eyes that love had made as bright As the trembling stars of the summer night.
Turn from me now, but always hear The muted laughter in the dew Of that one year of youth we had, The only youth we ever knew -- Turn from me now, or you will see What other years have done to me.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. სევდიანი,ლამაზი, გულწრფელი ლექსის კარგი თარგმანი. სევდიანი,ლამაზი, გულწრფელი ლექსის კარგი თარგმანი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|