ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ელემენტარული ნაწილაკები
ჟანრი: პროზა
13 მაისი, 2024


სამყაროს გავლით შენამდე (VII)

ოლივია კოლინზი.
    27 წლის.
    ფსიქოლოგი ,რომელიც საკუთარი თავის რეალიზებას ეხლა იწყებს,სულ კითხულობს,ეს კი უფრო და უფრო ექაჩება ეგზისტენციალური სიღრმეებისკენ.არაფერი ისე არ აზიანებს ადამიანს,როგორც ხვალინდელი დღის იმედი.როდესაც შენი ცხოვრება კარდიოგრამის ათამაშებული ხაზებივით რთულ დიაგრამას ქმნის,რთულ,დამძიმებულ ყოველდღიურობას კიდევ უფრო ამძიმებს და სიმშვიდეს გაკარგვინებს.სამაგიეროდ წამი,წუთი და საათი შენია და მთლიანად იშორებ ვალდებულების მტვერს.მაგრამ ვინ თქვა რომ სამუდამოდ,უბრალოდ მოიქნევ ხელს,ის კი ცოტა ხანში თავის ადგილს უბრუნდება.

    ნიკი,როგორც მუსიკოსების უმრავლესობა,საკმაოდ მოზრდილ წვერს ატარებდა.მუქი ყავისფერი თვალები,შავი სწორი თმები,სწორი,მაგრამ ოდნავ სპეციფიური ცხვირი,ზედა ტუჩი ოდნავ აწეული,რაც, ვფიქრობ მას ბავშვურ იერს უნარჩუნებდა,თუმცა ბევრი რამ,რაც მას ბავშვობასთან აკავშირებდა,მის ულმობელ  იმიჯს დაეფარა.ეს ფასეულობები რეალურად შესაძლოა არც კი გააჩნდეს პიროვნებას, მაგრამ მათ განსაზღვრული მნიშვნელობა აქვს,მისი წყალობით ხდება პიროვნების უფრო ემოციური აღქმა.ოლის შემთხვევაში კი ინტერესის მთავარი მიზეზი მისი თვალები იყო,მისი უძირო და ბნელი თვალები, რომლებიც ოლის ცხოვრებას პირიქით აშუქებდა.იგი მის თვალებში მთელ სამყაროს ხედავდა და სწორედ ამ სამყაროში შესვლა სურდა.
პარასკევს საღამოს ოლის სამსახურში გვიანობამდე მოუწია გაჩერება.მისის ნორისის უწყვეტ დავალებებს მუდმივად მორჩილად ასრულებდა და ეხლაც ძალიან გაგებით მოეკიდა მის თხოვნას.
- ოლივია,კვირის მოხსენება მჭირდება,ხვალ დილით მაგიდაზე დამხვდეს.
- დიახ მისის ნორის.
- ხომ შეძლებ?
- დიახ მისის ნორის. - ნაძალადევად გაუღიმა ილიმ.
- ძალიან კარგი,წარმატებები.
  ერთი საათის შემდეგ ნიკისგან შეტყობინება მოსდის:
- შემთხვევით სამსახურში ხომ არ ხარ?
- კი,სამსახურში ვარ,რა ხდება?
- არაფერი, დრო მქონდა და ვიფიქრე შევუვლითქო.
- მშვენიერია,მოდი,გელოდები. - ოლის ხელები უკანკალებდა მაგრამ მაქსიმალურად ცდილობდა თავის გაკონტროლებას.გული მაგრად უცემდა.არცერთი შემთხვევა ასე არ მოქმედებდა მასზე,არცერთი ადამიანი,ისინიც კი, რომლებიც ძალიან მოსწონდა და უყვარდა კიდეც,ისინიც კი ვერ ახერხებდნენ ამას.
სინამდვილეში რას განიცდიდა ოლი,რთული სათქმელია,მას შეგრძნებები ჰქონდა დაკარგული,ხელით ეხებოდა ყველას,მაგრამ ვერაფერს გრძნობდა,ყიდულობდა,ჭამდა ერთობოდა თუ დადიოდა იქ, სადაც უნდოდა,ვერაფერს გრძნობდა.ნიკის გაგონებაზე კი, კანკალი ეწყებოდა,ვერ მშვიდდებოდა,სიტყვა ყელში ეჩხირებოდა და სუნთქვა უხშირდებოდა.
  თხუთმეტ წუთში ვიტრინიდან ხედავს,როგორ მოდის სიგარეტით ხელში.ცდილობს არაფერი შეიმჩნიოს,იგი ფანჯარას უახლოვდება.
- ჰეი. - მისი ხმის გაგონებაზე,ემოციები უფრო და უფრო ეძალება.
- შემოდი. - ხელი დაუქნია და გაუღიმა,ის კი, მანიაკური სახით უყურებდა და სიგარეტს აბოლებდა.
- მოვწევ და შემოვალ. - სიგარეტიანი ხელი დაუქნია ოლის.
- კარგი.
  რამოდენიმე წამში,სიგარეტი ურნაში ჩააგდო და მობრუნდა,ოლის კი ამ დროს სარკეში ჩახედვაც მოესწრო.ნიკი ძირითადად შავი ფერის ტანსაცმელს ატარებდა და სხვაზეც ძალიან მოსწონდა,ამიტომ ოლის გაუმართლა,იმ დღეს ისე ეცვა,როგორც მას მოეწონებოდა.ნიკი ამბობდა, თუ ადამიანს კარგად აცვია,ესე იგი რაღაცის აზრზე არისო.
- ისევ ქაღალდებში იქექები არა? - ნიკის ხმის გაგონებაზე ოლი სკამიდან ადგა და მისკენ წავიდა.
- ჰო,ასეთი სამსახური მაქვს. - ლოყაზე მაგრად აკოცა და კისერი ხმაურიანად ჩაუკოცნა,წელზე მოხვია ხელი რომ კარგად დაეჭირა,ამასობაში ოლი წაბარბაცდა და დაბნეულობისგან უკან დაიხია.ზოგჯერ ძალიან აშინებს,თუმცა ამ შიშზე ნარკოტიკივით დამოკიდებულია,იცის.
- მშვენიერი სამსახური გაქვს,ეგ ისე ვთქვი.
- ალბათ ადრეც მითქვამს რომ ეს ჩემი საქმე არ არის. - სიცილით პასუხობს ოლი.
- რატომ?
- იმიტომ რომ ადამიანების მოტყუება არ მიყვარს. - ეს თქვა და უკმაყოფილო გამომეტყველება მიიღო.
- ეგ რა შუაშია?
- ეს მარკეტინგია, სადაც ფსიქოლოგია ფინანსებთან იკვეთება,მე კი ფინანსებისგან შორს ვარ. - ოლი ფაქიზი ადამიანი იყო,მისი შეხება ფულთან მხოლოდ იმით უნდა შემოფარგლულიყო რომ საყვარელი ადამიანებისთვის საჩუქრები ეყიდა.
- ფული წყვეტს დღეს ყველაფერს.  - ნიკი ოლის კაბინეტში მოწყობილ, პატარა ბიბლიოთეკის თვალიერებას შეუდგა.
- ზოგჯერ მეც მასე მგონია.
- არა,კი არ მგონია,ასეა,და არ გვინდა ეს გულისამაჩუყებელი მაღალფარდოვნება არამატერიალურ საჭიროებებზე.
- უბრალოდ მგონია რომ ფულს მაშინ აქვს ძალა,როდესაც ფინანსურ პრობლემებში ხარ და აცნობიერებ მასზე დამოკიდებულებას.
- შეიძლება,ადრე მეც მასე მეგონა.
- ადამიანების უმეტესობა გამდიდრების სურვილითაა შეპყრობილი,უმეტესად ფული უნდათ იმისთვის რომ ღარიბებს დაეხმარონ.მე კი მგონია რომ გამდიდრებისთანავე ავიწყდებათ ისინი,უფრო მეტიც, სძულთ კიდეც.ამიტომ მგონია,რომ შესაძლებელია იყო კმაყოფილი შენი შემოსავლით და ამით ბედნიერი იყო.
- თუ შენს მშვიდად ყოფნას ფული განსაზღვრავს?
- რას გულისხმობ?
- კარგი,დაიკიდე.
- რაღაც გაწუხებს.
- უკვე მკიდია.
- რატომ?
- მეყოფა რაც ვინერვიულე,ეხლა საერთოდ აღარ ვნერვიულობ.
- ვალი გაქვს?
- კი,ძალიან დიდი ვალი.
  ოლის დამშვიდება არ შეეძლო,უჭირდა გულთან ახლოს იმის მიტანა,რასაც ადამიანები ეუბნებოდნენ.ეს მისი სასჯელი იყო,რომელიც ვერა და ვერ დასრულდა.ყოველ ჯერზე ცდილობდა თავი დაეტანჯა,ტკივილი განეცადა,მაგრამ ვერაფერს გრძნობდა,სიხარულთან ერთად,ტკივილიც წასულიყო.
- რამდენად რთულადაა საქმე?
- აი ასე, ფულს თუ ვერ ვნახავ,ყველაფერს დავკარგავ.ამიტომ არ მაინტერესებს ფული ზემატერიალურია თუ არა,ბინძურია თუ არა,შფოთის მიზეზი თუ სულიერი განადგურების საშუალება,ის დღეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს. - ლაპარაკის დროს,ზედა ტუჩს წევდა და მისი ღრმა და ცივი მზერით,უფრო და უფრო იტყუებდა ოლის სიბნელისკენ.
- დღეს შეიძლება ნიშნავს მაგრამ ვფიქრობ რომ ადამიანები თვითონ ვანიჭებთ ფულს დიდ მნიშვნელობას,როდესაც მსგავს პრობლემებში ვეხვევით,მის ღირებულებებს უფრო და უფრო სპეციფიურად აღვიქვამთ ასეთ დროს.
- რელიგიურად მსჯელობ.
- არამატერიალურად უფრო.
- შეიძლება.
- შენთვის საჩუქარი მაქვს. - ოლიმ ჩანთიდან ამოიღო ბროში,რომელზეც ანიმაციური ბიჭი ეხატა, სათვალით და წვერით,წარწერით  - ,,HAPPINESS IS A WARM BEARD’’ .
- ვა,რა მაგარია.
- რა კარგია რომ მოგეწონა. - ოლიმ სიხარულით შეიცხადა.
- ნუ ნერვიულობ, მომეწონება, არ მომეწონება,დაიკიდე ეგეთები.
- მამშვიდებ? - ოლის გაეღიმა.
- არა,ზოგადად ეგრე უნდა იყო.
- ვარ კიდეც, უმეტესად.
- შეცვლილი ხარ.
- რა მხვრივ?
- ტვინს ისე აღარ ბურღავ და უფრო მარტივი გახდი.
- შენც ისეთი უხამსი აღარ ხარ,როგორიც ადრე.
- ჰო,ალბათ.
- ბევრი გოგო გყავდა არა?
- კი,საკმაოდ,ბევრი ქაჯი მათ შორის.
- ვიცი რომ შეფასების გარკვეული კრიტერიუმები გაქვს.
- გოიმებს ვერ ვიტან.
- მეც გოიმი ვიყავი?
- მგონი კი.
- არ გიცნობდი და გაცნობის ყველანაირი ხერხი გამოვიყენე,რაც არც თუ ისე წარმატებული გამოდგა. - ოლი ნელნელა მშვიდდებოდა და დიალოგის ჰარმონიულობას გრძნობდა.მასთან ყველა და ყველაფერი ავიწყდებოდა,ის მისი ადამიანი იყო,მასში ყველა გრძნობას ერთად მოეყარა თავი.
- ქმარს დაშორდი?
- არა,რატომ მეკითხები?
- ასე მახსოვს აპირებდი.
- არა,არ ვაპირებდი,უბრალოდ ჩემი პრობლემები დაგანახე.ცუდად გახსოვს,ალბათ სხვაში აგერიე. - უცებ წამოენთო.
- მე ქმრიან ქალებთან კონტაქტი არ მქონია.
- მხოლოდ ჩემს ოჯახს არ ინდობ? - ღიმილით ჰკითხა ოლიმ.
- შენთან სხვაგავარადაა საქმე,სული მიდგება შენზე. - თავი გვერდით გააბრუნა,თითქოს ამ წინადადების მნიშვნელობის შერცხვა.
- ანუ შენთვის მხოლოდ სექსი არაფერია.
- სექსის სურვილი ყველა ქალის მიმართ მიჩნდება,რომელიც მომწონს,მეგობრებიც მყავს ისეთი,ვისთანაც მექნებოდა დიდი სიამოვნებით.მაგრამ არის განსაკუთრებული შემთხვევებიც.
- მაგალითად?
- მაგალითად შენ.
- ძალიან დამაჯერებლად ჟღერს.
- შენთან მარტო სექსი არ მინდა,სხვანაირადაც მაინტერესებ,საინტერესო ხარ,სექსუალური და ძალიან მაგარი ტრაკი გაქვს.
- მენატრები ხოლმე,როცა ხშირად ვერ გნახულობ.
- არ მცალია,თანაც რატომ უნდა გნახო?
- რატომ უხეშობ?
- იმიტომ რომ შენთან ასე მინდა. - ოლი აღაფრთოვანა ამ სიტყვებმა,მაგრამ შეეცადა არაფერი შეემჩნია.
- რატომ?ასე ძალიან არ მოგწონვარ?
- არა პირიქით,უფრო საინტერესო ხდები ამ დროს.
- კარგად მიცნობ?
- არა უბრალოდ ასეთი მომწონხარ.
- მგონი ჩემი სულიერების განადგურება გინდა.
- ის რაც მომწონს შენში.
- მოგწონს მაგრამ ვერ იტან.
- შესაძლოა.
- უცნაური ხარ,მაგრამ მართალი.
- სამზარეულოში ხომ ეწევით?
- კი.
- ლუდს დალევ?
- არა,ვერ ვსვამ.
- სჯობს დალიო ხოლმე,უკეთ იგრძნობ თავს.
- ვფიქრობ რომ ცრუ იმედებია. - ოლის მხურვალება ემატებოდა სახეზე და ყელში რაღაც უჭერდა.
- არა,უბრალოდ მოგეშვება,ცოტა აღელვებული ჩანხარ.
- მეტყობა კიდეც?
- ცოტა.
  ოლის ნელნელა მიუახლოვდა,გულმკერდით მიეყრდნო და კედლისკენ მისწია,ზემოდან უყურებდა უხეშად,თვალებს ირგვლივ მუქი წრეები უფრო და უფრო საშიშს ხდიდა მის მზერას.ოლის გული აუჩქარდა, გულისცემა უფრო და უფრო მატულობდა,საოცარი ის იყო,რომ მის გულისცემასაც გრძნობდა ოლი,ორ გულს ერთმანეთის მონაცვლეობით ბაგაბუგი გაჰქონდა და უფრო ემოციურს და გაუსაძლისს ხდიდა იმ აუტანელ რეალობას,რომელიც ოლის ირგვლივ იყო შექმნილი.უცებ,ყელში წვდა,თმებიც მოიყოლა და მაგრად მოუჭირა ხელი,სანამ ოლიმ არ უთხრა მტკივაო,იქამდე ტკბებოდა იმ სიუხეშით რომელსაც ის ჭკუიდან გადაჰყავდა.მერე ოლის ტუჩებს ავხორცულად დაეწაფა,თუმცა წამებში შეიცვალა და საოცარი სინაზე აგრძნობინა.ასეთი თბილი და ვნებით სავსე კოცნა დიდი ხანია ოლის არ ჰქონია.თუ მისი კოცნა მოგწონს,მისი შეყვარების დიდი შანსი გაქვს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები