ფერი აქვთ ხეებს გარეთ შიშველის, სიცივეები ვერსად დამალეს, გამოფხიზლება მათი გიშველის? მოლოდინები ქრება რა მალე. ანგელოზების თეთრი სხეული გამხმარ ძარღვებში ისევ მწირია, მხოლოდ ის შეგრჩა,გადარეული, რაც კი სხვებისთვის შეგიწირია. და შენ დაღლილო,უხმო ცხედარო, ვერ დაგინახეს ღმერთის თვალებმა, არ იცი ირგვლივ რას შეედარო, გიღირს კი ძილშიც ფხიზლად წვალება? თუ სიმარტოვის ცივი ეშვები გაგიხდა მტერი სიღრმის,ნდობების, მოგერევიან,ვერ შეეშვები და დრო დადგება დამშვიდობების.