რატომ გეგონა, რომ ბედი შენ აგირჩევდა ზღვა ხალხში და იცხოვრებდი სუმბუქად, როგორც ცხოვრობენ ზღაპარში? -- თუ მოჟუჟუნებს წვიმა ჟუჟუნა, თვალებჟუჟუნა ტირის ჟუჟუნა. --
ნუ გავყიდით საქართველოს მიწა-მიწა, მამულ-მამულ! ისევ ქართველს შევუნახოთ ყმაწვილ-ყმაწვილ, ასულ-ასულ! --
ცრუპენტელა რამდენს ბედავს, დადის და სიცრუეს პენტავს. --
ვფიქრობ და ვეჭვობ ისევ და ისევ, სწორად გავიგეთ, რა გვითხრა ქრისტემ? --
ჩვენი თაობის მრავალი წავიდა, აქ აღარ არი ... ხომ, თითქოს, კარგი უნდოდათ, რა ცუდად შემოუბრუნდათ. --
მკაცრი და ცივია ზღვა ჩრდილოეთის, ნაპირზე ხალხია მილეთ-მოლეთის. --
საღამო იყო, ცვიოდა ფიფქი, ყეფდა მურია, ლამპიონივით ბჟუტავდა მთვარე, ვიღაცის ღიღინს ახშობდა ყეფა, მოჭრიალებდა მარხილი გზაზე. სიმშვიდე იყო, ბუნებით ტკბობა ... --
ის აღარ არის და მის წიგნებზე მტვერია მსგავსი უსქელეს ლიბრის, სხვა ქალი, წყნარი, ეხება მის წიგნს „ხელი გაუშვი“ - ყვირის Ex-Libris. --
ვინ არის სხარტი მელექსე, ან ვის ვუწოდებთ კარგ პოეტს? ვისი რითმებიც მღერიან, თან აკეთებენ პირუეტს. --
დროებითია ყველაფერი, დროებითია და ეს ცხოვრებაც მშვენიერი მხოლოდ მითია. --
სულით შერწყმაა სიყვარული, არა სხეულით, თუმც, როცა გიყვარს, შეერწყმები სხეულს სხეულით. --
ჭიკჭიკებს ჩიტი, მასზე უკეთესს ვერაფერს იტყვი... --
ვინ რას წერს და ვინ რას წერს, უტრიალებს ყველა წრეს. --
შენ არ გიყვარდა ის ქალი, სანამ ის შენთვის იბრძოდა. როცა წავიდა, სხვას გაჰყვა. მაშინ იგრძენი, რას გრძნობდა. --
თუ სიყვარული გულით არ დაგაქვს, მაშ საამაყო, ნეტავ, რაღა გაქვს? --
ფიქრობდი, ყველას თუ გავაცურებ, მოვწველი მუდამ მე ოქროს ცურებს. გავიწყდებოდა განგების ნება, რაც არ გერგება, არ შეგერგება. --
მზია თვალაბეიშვილი დაწერილია სხვადასხვა დროს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. დროებითია ყველაფერი, დროებითია და ეს ცხოვრებაც მშვენიერი მხოლოდ მითია
. დიდებული სიბრძნეა. დროებითია ყველაფერი, დროებითია და ეს ცხოვრებაც მშვენიერი მხოლოდ მითია
. დიდებული სიბრძნეა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|