ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სამუმი
ჟანრი: პოეზია
29 ივლისი, 2024


სამუმი

ძვირფასო უდაბნოს ქვიშებო, სალამი,
მე სამუმი ვარ!
ბრძოლიდან უდაფნოდ მიშვებენ, თამამად,
ვერ მსალბუნობენ...
ვეფსალმუნები?
არ დაიჯეროთ!
*
რა უნდა მოგიყვეთ, რა უნდა გახაროთ,
ან აქეთ რას მეტყვით?!
დამაშვრალ მოგვივით ეცემა საჰარა,
დაბალი განედით!
მოვისმენ არაფერს, ეგ თქვენი ოხვრა კი
ჩამესმის გალობად!
ვაწყდები ქარაფებს, ქარი ვარ, ხორშაკი,
არასდროს გწყალობდით!
**
დავაშრობ ოაზისს, გავფანტავ მირაჟებს,
წაგიქცევთ აქლემებს!
ყინვაც ვერ მომაზრობს, პირისპირ, წინაშე,
მისული აკმემდე!
დაგიფრთხობთ ქარავანს და მეფუნდუკეებს,
უგულო ქორ-ვაჭრებს!
მე ძაღლი არა ვარ, ქარავანს ვუყეფდე,
ყველა გზას მოგიჭრით!
* * *
ქარი ვარ, გითხარი, უდაბნოს ქარი ვარ,
მე მქვია სამუმი!
სამარე გავთხარე, უდაფნო, განივი
და წამით დავმუნჯდი!
ვერც ზეცის მანანა, ვერც წყალი გიშველის,
ვერც ყლუპი იქორის!
არაფერს არ ვნანობ, უდაბნომ მიშვილა,
და მუდამ ვიქროლებ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები