8. ნინო დარბაისელი ვარ.ჩემსახელიანი ნიკით კომენტარის დადების ლიმიტი ამოწურული მქონია. ურაკპარაკმა შემახსენა ეს პოსტი და კომენტარებს ჩავუყევი. რა ვიფიქრე? ნეტა თუ ახსოვს ჩემთან მოკამათეს, რას წერდა აქ კომენტარებში და როცა მსოფლიოსათვისაც ცხადია, რომ დემოკრატიის სამშობლოს - ამერიკის - პრეზიდენტმა თავისი გუნდიანად, შეურიგებელი ბრძოლა გამოაცხადა სწორედ იმის წინააღმდეგ, რასაც მე ადრიდანვე ვებრძოდი, - აკრძალა მამაკაცების მონაწილეობა ქალთა სპორტულ შეჯიბრებებში და მხარში სწორედ ამერიკელი ფემინისტები უდგან. აშკარად გამოიკვეთა, რომ უმცირესობათა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს რაღაც მომენტამდე საერთო ინტერესები აერთიანებთ, მაგრამ არის ლიმიტები, რომელიც არ უნდა გადალახონ ,და ერთმანეთის პირისპირ არ უნდა აღმოჩნდნენ, ერთმანეთს არ უნდა დაუპირისპირდნენ ვითომ- დემოკრატიის სახელით. ჩემთვის რომ ნამდვილი ფემინისტური ბრძოლის ისტორია და მიმდინარე პრობლემატიკა უცხო არაა, უკვე ვთქვი ერთ კომენტარში. აღარ გავიმეორებ. ჩემი მიმართვა ეძღვნებოდა ამერიკული ფულებით კვებულ ფსევდო-ფემინისტებს. მათზე იმავე აზრისა ვრჩები. რაც შეეხება მანდაურ ნაცქოცობას, მაგ ქვეყნის გარეთ, მაგ ვიწრო სათვალმჩენოდან რომ ჩანს, ეგრე არაა საქმე. ცოტა სხვანაირად კლასიფიცირდებიან ადამიანები. ნინო დარბაისელი ვარ.ჩემსახელიანი ნიკით კომენტარის დადების ლიმიტი ამოწურული მქონია. ურაკპარაკმა შემახსენა ეს პოსტი და კომენტარებს ჩავუყევი. რა ვიფიქრე? ნეტა თუ ახსოვს ჩემთან მოკამათეს, რას წერდა აქ კომენტარებში და როცა მსოფლიოსათვისაც ცხადია, რომ დემოკრატიის სამშობლოს - ამერიკის - პრეზიდენტმა თავისი გუნდიანად, შეურიგებელი ბრძოლა გამოაცხადა სწორედ იმის წინააღმდეგ, რასაც მე ადრიდანვე ვებრძოდი, - აკრძალა მამაკაცების მონაწილეობა ქალთა სპორტულ შეჯიბრებებში და მხარში სწორედ ამერიკელი ფემინისტები უდგან. აშკარად გამოიკვეთა, რომ უმცირესობათა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს რაღაც მომენტამდე საერთო ინტერესები აერთიანებთ, მაგრამ არის ლიმიტები, რომელიც არ უნდა გადალახონ ,და ერთმანეთის პირისპირ არ უნდა აღმოჩნდნენ, ერთმანეთს არ უნდა დაუპირისპირდნენ ვითომ- დემოკრატიის სახელით. ჩემთვის რომ ნამდვილი ფემინისტური ბრძოლის ისტორია და მიმდინარე პრობლემატიკა უცხო არაა, უკვე ვთქვი ერთ კომენტარში. აღარ გავიმეორებ. ჩემი მიმართვა ეძღვნებოდა ამერიკული ფულებით კვებულ ფსევდო-ფემინისტებს. მათზე იმავე აზრისა ვრჩები. რაც შეეხება მანდაურ ნაცქოცობას, მაგ ქვეყნის გარეთ, მაგ ვიწრო სათვალმჩენოდან რომ ჩანს, ეგრე არაა საქმე. ცოტა სხვანაირად კლასიფიცირდებიან ადამიანები.
7. ეს ლინკი მაინც იდოს აქ , იმისთვის, ვისაც ცოტათი მაინც ინგლისურად კითხვა შეუძლია. რუსულ წყაროს დავდებდი, მაგრამ გადავიფიქრე, ოპონენტები “ფეიკად” ჩათვლიან და მერე მაინც ინგლისურენოვანი გამიხდება-მეთქი მოსაძებნი. პრინციპში, დღეს უცხოურენოვანი, მით უფრო ინგლისური ორიგინალების ქართულად წაკითხვა აღარავისთვისაა პრობლემა. ორი წამი უნდა, ააკოპირებთ და “გუგლ ტრანსლეიტერში” ან რამე იმის მაგვარში შეაგდებთ. ესე იგი, მთელი მსოფლიო რომ გადარეულია, ქალად თვითგამოცხადებულმა კაცმა ყველას თვალწინ ქალი როგორ დაასისხლიანაო, საქართველოში ამაზე დიდი საქმეები აქვთ და დინჯად დუმან. ერთ საქმეზე უკვე მოგახსენეთ და მჯერა სხვაც ეყოლებათ მომადლიერებული.
https://www.facebook.com/share/gcB4nouahCu4eDcn/?mibextid=WC7FNe ეს ლინკი მაინც იდოს აქ , იმისთვის, ვისაც ცოტათი მაინც ინგლისურად კითხვა შეუძლია. რუსულ წყაროს დავდებდი, მაგრამ გადავიფიქრე, ოპონენტები “ფეიკად” ჩათვლიან და მერე მაინც ინგლისურენოვანი გამიხდება-მეთქი მოსაძებნი. პრინციპში, დღეს უცხოურენოვანი, მით უფრო ინგლისური ორიგინალების ქართულად წაკითხვა აღარავისთვისაა პრობლემა. ორი წამი უნდა, ააკოპირებთ და “გუგლ ტრანსლეიტერში” ან რამე იმის მაგვარში შეაგდებთ. ესე იგი, მთელი მსოფლიო რომ გადარეულია, ქალად თვითგამოცხადებულმა კაცმა ყველას თვალწინ ქალი როგორ დაასისხლიანაო, საქართველოში ამაზე დიდი საქმეები აქვთ და დინჯად დუმან. ერთ საქმეზე უკვე მოგახსენეთ და მჯერა სხვაც ეყოლებათ მომადლიერებული.
https://www.facebook.com/share/gcB4nouahCu4eDcn/?mibextid=WC7FNe
6. ნინო დარბაისელი ვარ და რაკი მაცნობეს, მითითებული ლინკი არ იხსნებაო, ტექსტი კომენტარში ჩავდე, ხოლო რაკი იმ ნიკით კომენტარის დადება აღარ შემიძლია, ლიმიტის გამო, ამით შემოვედი. მე - მიჩვენებს დადებულად და იმედია, ტექსტი სხვებისთვისაც ჩანს. ნინო დარბაისელი ვარ და რაკი მაცნობეს, მითითებული ლინკი არ იხსნებაო, ტექსტი კომენტარში ჩავდე, ხოლო რაკი იმ ნიკით კომენტარის დადება აღარ შემიძლია, ლიმიტის გამო, ამით შემოვედი. მე - მიჩვენებს დადებულად და იმედია, ტექსტი სხვებისთვისაც ჩანს.
5. გაზეთი 24 საათი 2014 15 ნოემბერი
ნინო დარბაისელი ,,ჩემმა ქმარმა სიყვარულით ბარ-საკვეთითა მცემაო" ამ წერილის ავტორმა კარგად უწყის, რას ნიშნავს, როცა ყოფილი მოკრივის შვილად იბადები და დანაღმულ სიჩუმეში, ოჯახის ყველაზე საპატიო კედელზე, წითელი ატლასის განიერ ქსოვილზე ჩამწკრივებულ თუ ფერადი ლენტებით კაუჭზე ჩამოკიდებულ მედლებს შორის პრიალებს ყავისფერი ტყავის უზარმაზარი, უმოქმედო ხელთათმანები; მამამ დიდი ხანია, უკან მოიტოვა დრო, როცა ფორთოხლის ახლადგამოწურული წვენის გარდა, არანაირ სასმელს ახლო არ ეკარებოდა, დედა კი ულამაზესი და მამაზე ბევრად ახალგაზრდა თანაც სამი შვილის პატრონი, ,,დედა-ვეფხვად" ქცეულა და სულაც არ არის იმრიგად თვინიერი, ადვილად თავზე ვინმე გადაიტაროს, თუნდაც ჩემპიონი ქმარი. ისიც იცის ამ წერილის ავტორმა, რას გრძნობს ,, წარმატებით" ახლადგათხოვილი, ფეხმძიმე გოგო, როცა სრულიად უდანაშაულო(?) ხარ, მაგრამ ,,შეზარხოშებული" ქმრის მიერ ერთი მოქნევით იატაკზე დანარცხებული ძლივს წამოდგები. დიდი ოჯახის დანარჩენი წევრები იმავე ბინაში, სულ რაღაც ორიოდე მეტრის მოშორებით იმყოფებიან, მაგრამ ვითომც იქ არ არიან, თავზე საბანი წაუფარებიათ... შენ კი კი ნოემბრის ქარიან ღამეში წასასვლელი არსადა აქვს... დედასაც ვერაფერს ეტყვი, რადგან ... რადგან ეს ,,ვაჟკაცი ქალი", კაცებს არაფერში ტოლს რომ არ უდებს, ბავშვობიდანვე გინერგავს, რომ რადაც არ უნდა დაგიჯდეს, ყველაფერს უნდა გაუძლო და ოჯახი არ დაანგრიო, რომ ,,ვინც მოითმენს, ის მოიგებს". და ისიც იცის ამ წერილის ავტორმა, რომ გაივლის დრო და არა მხოლოდ დედა, მის ირგვლივ არავინ გაამართლებს მის მტკიცე გადაწყვეტილებას განქორწინების თაობაზე, მეტიც, მეოჯახე დაქალებიც, მანამდე უსასურველეს სტუმრად რომ მიიჩნევდნენ და ქმრეულებში ამაყობდნენ მისით, მოერიდებიან მეგობრობის გაგრძლებას, და არა იმიტომ, რომ ძველებურად აღარ ეყვარებათ.. ყველას თავისი გასჭირვებია, თავისი აქვს შესანარჩუნებელი და მდუმარე მორჩილებით იტანენ მსგავს და კიდევ უარეს რაღაცეებსაც. (მაშინ ტერმინი ,,სტიგმა' არ გაგვეგონა). ის კი ხელში ბავშვატატებული რაღაც გაურკვევლობაში, უწონობაში, იქნებ უფსკრულის პირზე მაინც გადადგამს ნაბიჯს. გადადგამს და გადარჩება! შეცდომები? ცხადია მერეც ექნება, იქნებ ძალადობის მსხვერპლად ახლიდანაც მოუწიოს ყოფნა... მაგრამ არის სხვაობა, თანაც ძალიან დიდი, შენ მიერ მართვად, ,,ნებაყოფლობით მსხვერპლობასა" და ,,გამოუვალ მსხვერპლობას" შორის: ანუ, სულ სხვაა, როცა თავისუფლად ირჩევ, რომ რაღაც დროის მანძილზე იმყოფებოდე გარკვეული ძალადობის ქვეშ (რაღაც მაზოხისტური, პოსტტრამვული ამონაშანთი არსებაში?) - მოიწყენ და უკვე იცი, როგორ წახვიდე. და სრულიად სხვაა, როცა ძალადობისგან გამოხსნის ერთადერთ გზად შეიძლება სიკვდილიც კი დაგრჩეს. *** ამას წინათ გავიგე, კანონი ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ გამკაცრებულა საქართველოში. წავიკითხე მასალები და მწარედ გამეცინა. ვიფიქრე, ნეტა რომელიმე ქალმა მონაწილეობა თუ მიიღო მის შედგენაში- მეთქი. როგორ წარმოუდგენიათ კანონშემოქმედებს? - ოჯახური ძალადობის გამოვლენის შემთხვევაში მამაკაცს სასჯელად რამდენიმეხნიან იძულებით მუშაობას რომ მიუსჯიან, იმ დროს ან მერე ოჯახში თაფლად და კამფეტად იქცევა თუ უარეს დღეს დააყრის ერთ ვიწრო სივრცეში გამოკეტილ, ისედაც გამწარებულ ოჯახს? ან კი ბევრია საქართველოში იმგვარი ოჯახი, თუკი მამაკაცი რამენაირად ,,შემომტანია", იძულებითი მუშაობის პერიოდში მის შვილებს ის მწირი ლუკმაც რომ არ დააკლდეს? გვინდა თუ არა, ისევ გამოდის, რომ ძალადობის უამრავ სახეობას შორის ოჯახური ძალადობა ერთ-ერთი ყველაზე მძიმე, მაგრამ ყველაზე ნაკლებადდასჯადია საქართველოში. მე რომ კანონმდებელი ვიყო, ასე მოვაგვარებდი ამ საკითხს: შინაგან საქმეთა სამინისტროში უნდა არსებობდეს მუდმივი ცხელი ხაზი და ასევე, უნდა არსებობდეს საგანგებო, სასტუმროს მაგვარი შენობა//შენობები. ზარის შესვლისთანავე მანქანა უნდა გავიდეს დამრეკავის მისამართზე. თუ საქმე ფიზიკურ ძალადობასთან, კრიმინალთან გვაქვს, მოიქცეს ისე, როგორც სხვა კრიმინალების შემთხვევაში, ,, რიგითი“ ძალადობის დროს კი გადმოიყვანოს ქალი (იქნებ კაციც), თავისი შვილებით ამ სასტუმროში და სამი დღის ვადაში უზრუნველყოს საცხოვრებელი ადგილის ,, გამოთავისუფლება" მოძალადე მეუღლისაგან, ან/და ყველა იმ პირისაგან, რომელთა ყოფნაც იმ ბინაში თუ სახლში რაიმე ფორმით არღვევს ძალადობის მსხვერპლთა უსაფრთხოებას. ბინა ან სახლი, როგორც უძრავი ქონება თუ მოძალადის სახელზეა, დარჩეს კიდეც მის სახელზე, მაგრამ დაედოს კანონიერი ლიმიტი: სრულწლოვანი ძალადობის მსხვერპლის წერილობითი, პოლიციაში რეგისტრირებული ნებართვის გარეშე, მოძალადეს კანონით აეკრძალოს არათუ კონტაქტში შესვლა, არამედ 50 მეტრზე უფრო მეტად მიახლოება მასთან და ბავშვებთან. პირველივე დარღვევის შემთხვევაში კი დადგეს მისი თავისუფლების აღკვეთის საკითხი. თუმცა, ეს მაინც შედეგთან ბრძოლა იქნება და ჩემი ფილოლოგიური განათლების პირობებში, იურიდიული თვალთახედვით, ალბათ ძალზე ნაივურადაც გამოიყურება. მიზეზი კი ხელუხლებელი გვრჩება. რამდენიც გინდა, ვილაპარაკოთ საქართველოში დემოკრატიის ყლორტებსა თუ გაშლილ ყვავილებზე, სინამდვილეში ხომ ყველა ჩვენგანმა ძალზე კარგად ვიცით, დღემდე ნამდვილ დემოკრატიულ ღირებულებებს საქართველოში ღამეც არ გაუთევიათ. ხანდახან სხვების თვალის დასანახად ავიფარებთ ხოლმე, როგორც მასპინძელი მოულოდნელად შემოსწრებული სტუმრის რიდით, უცებ დასარეცხ-დანარეცხეულობას ერთ კუთხეში მოაქუჩებს და ზედ ნაჩქარევად წააფარებს პლედს, თუ რაიმეს, შედარებით სუფთასა და ნაკლებდასრესილს, ნაპირებს შემოუკეცავს და ზემოდან მიმოასწორებს, რომ უცხო თვალისთვის მისაღებად გამოიყურებოდეს მკვეთრი ნათქვამი კი გამომდის, მაგრამ გულწრფელად ასე ვხედავ: ვიყავით, ვართ და ალბათ კარგა ხანს ვიქნებით ძალადობრივი ქვეყანა, ოღონდ ისევ ძირითადად მსხვერპლის როლში. აქ გავიხსენებ ტრივიალურ აზრს, რომ ოჯახი სახელმწიფოს სარკეა (ან პირიქით). ეს მიბიძგებს, ცოტა არ იყოს, პესიმისტური დასკვნისკენ, რომ მრავალი ძალადობა და მათ შორის ოჯახური, კიდევ კარგა ხანს არ აღმოიფხვრება ჩვენში. ვერც მარტო კანონის გამკაცრება უშველის, ვერც უცხოური გრანტებით ნაკვები არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობა და ა.შ .. მაგრამ გაჩერება მაინც არ ეგების. ნათქვამია, ,,არ არის ჭირი, თან რაღაც სიკეთეც არ მოიყოლოსო". საქალო სამუშაო ჩვენშიც და უცხოეთშიც უფრო ადვილი საშოვნელია. ამის წყალობით, საქართველოს ქალები თანდათანობით მეტად და მეტად დამოუკიდებელნი ხდებიან სოციალური თვალსაზრისით, ფინანსურადაც, ეს თავის მხრივ ოჯახურ კონფლიქტებს ორივე მიმართულებით უცვლის სახეს: კიდეც აღრმავებს და კიდეც ასუსტებს. ნებისმიერი სფეროს ტრანზიციულ ანუ გარდამავალ პერიოდებს ხასიათებს ამგვარი რამ. საქართველოს დაუსაქმებელ ან სიმბოლურად დასაქმებულ მამაკაცებში დაგროვილი სასიცოცხლოდ საჭირო და აუცილებელი აგრესია , პოზიტიურ რეალიზებას რომ ვერ ახერხებს, ამდენი ხნის უმოქმედობის, უიმედობის გამო, უკუღმართად სახეცვლილი , ისევ ახლო-მახლო მყოფ, დაუცველ , ადვილად მოსარევ არსებებს, ქალებს, ბავშვებს, ცხოველებსა თუ საგნებს ატყდება თავზე (აქა -იქ ალბათ ქალებიც იქნებიან მოძალადენი, თუმცა ნაკლებად ჩანს) და ესეც, უთუოდ, ერთი მთავარი მიზეზია ოჯახობრივი ძალადობის გამძაფრებისა. თუმცა ჩვენშიც და ჩვენზე ბევრად აწყობილ ქვეყნებშიც, სამსახურით თუ სხვა მრავალი სიკეთით უზრუნველყოფილი მოძალადეებიც ხომ არიან? არიან, მაგრამ პროცენტულად მცირე და ისღა დაგვრჩენია ვთქვათ, რომ საქმე აქ ფარდობითობაშია. *** წეღან ოჯახზე საუბრისას სარკე ვახსენე. სხვებისთვის ალბათ ეს უკვე ძველი ამბავია, მაგრამ მე მხოლოდ ცოტა ხნის წინ გავიგე ე.წ. ,,სარკული ნეირონების" თეორიის შესახებ. ადამიანი რომ მბაძველი არსებაა და მისი განვითარებისა და ცოდნის შეძენისათვის მიბაძვა ყველაზე გამოცდილი გზაა, ამ აზრით ანტიკურობიდან მოყოლებული, დღეს ვის გააკვირვებ, მაგრამ საქმე ისაა, რომ, თურმე, ამას სწორედ ახლადაღმოჩენილი სარკული ნეირონები უზრუნველყოფენ. უმარტივესად რომ ვთქვათ, ჩვენ სარკესავით ვიმეორებთ იმას, რასაც გარემოში ვხედავთ და ეს განმეორება პირობადებულია ჩვენს ტვინში არსებული სპეციფიკური ნეიტრონების აქტივობით, მათი სიმცირე-სიმრავლით. ვინ იცის, იქნებ ბოლო დროს მომრავლებული ტრაგიკული შემთხვევების ერთ-ერთი, თუმცა არა ერთადერთი მიზეზი ესეცაა! ყოველ შემთხვევაში, სარკულობის მექანიზმზე ფიქრი ბადებს კითხვას: რა პოზიტიური მისაბაძი აქვთ თუნდაც პოტენციურად ძალადობრივ ოჯახებს (ანუ ოჯახთა უმრავლესობას) ამ მხრივ? ბევრია საქართველოში არაძალადობრივი ოჯახი, აშენებული საღ საფუძველზე, თანაც წელში გამართული? მოვიძიოთ, დავაკვირდეთ, გავაცნოთ საზოგადოებას, რაც შეიძლება, ხშირად გავუმეოროთ, ასეთი პოზიტიური მაგალითები! იქნებ ამ სარკულმა მაგიამ გვიშველოს! მგონი, ამასობაში , ბიჰევიორიზმის ქადაგი ვხდები ???? *** დრო და დრო ჩემს საყვარელ უცხოურ ლექსებს ვთარგმნი ხოლმე ქართულად და ,,ფეისბუქზე" ვათავსებ. ბევრია თუ ცოტა ფართო სოციალური ქსელის პირობებში, საშუალოდ ორმოცდაათი ,,ლაიქი" და ამდენივე კომენტარი ერთი თარგმანისათვის, ან რამდენად შეესაბამება მის ღირსებას - ამჯერად ეს არ არის საინტერესო. აუდიტორია ძირითადად ერთი და იგივე მყავს, ორიოდე მეგობარი პოეტი, ორიოდე - ,,ვირტუალში" შეძენილი მეგობარი და დანარჩენი - ახლობელ-ნათესავები, ცხადია, ძირითადად ქალები. ოჯახურ ძალადობაზე ფიქრისას ამას წინათ ერთი მინი-ექსპერიმენტი ჩავატარე, ანა ახმატოვას უცნობილესი ლექსი ვთარგმნე. ჩვეულებრივი მანერით. იმავე დონის თარგმანია, რაც დანარჩენები, რადგან სულ რამდენიმე სტროფია, აქ სათქმელის მოკლედ გადმოსაცემად, ბარემ გაგაცნობთ კიდეც: ანა ახმატოვა *** არც მომკლა, არც მწყევლა, არც გამცა, მხოლოდ თვალს მარიდებს, არ მდევს. ვით შერცხვა, ბნელ ამბად გადასცა მდუმარე ოთახის ლანდებს. მთლად მოდრკა, ხმაც უფრო დაგუბდა, თეთრ ხელებს ძალს ვამჩნევ მტკიცეს... აჰ! ერთხელ იქნება, გამგუდავს, გამგუდავს მძინარეს, ვიცი. მიჩვეული ვარ, ჩანაწერს გამოვაქვეყნებ თუ არა, მოწონებები ბევრად არ ახანებს. ამ შემთხვევაში კი ლამის მთელი დღე სამარისებულ სიჩუმეში მიილია.. ჩემი მოლოდინი გამართლდა. ლექსში გამოსახული სიტუაცია ხომ ქალის თავნებობა, ღალატი და კაცის მხრიდან პასუხად მოსალოდნელი ძალადობაა! რას ფიქრობს ჩემი მუდმივი ვირტუალური აუდიტორია ამის თაობაზე? არც ერთს ამართლებს და არც მეორეს? იქნებ ერთსაც ამართლებს და მეორესაც, მაგრამ ურჩევნია, ამ პრობლემას, თუნდაც მხატვრული ფორმით გადმოცემულს, საჯაროდ, ყველას დასანახად, ,,არ გაუჩერდეს" - უბრალოდ, დუმილით აუაროს გვერდი. და ბოლოს იქნებ უცნაურადაც ჩანს, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ ჩემი წერილის მიზანი არას დიდებით არ არის მოწოდება ქალებისადმი, რომ წინ აღუდგნენ ოჯახურ ძალადობას. დღევანდელ საზოდადოებრივ და საკანონმდებლო პირობებში - ეს საშიშია! ამ ეტაპზე ისიც კი დიდ სიმამაცედ მეჩვენება, რომ პრევენციის მიზნით, პოტენციურმა მსხვერპლებმა დროულად დაარღვიონ დუმილი, არ დამალონ, რა სჭირთ, რადგან ბოლო დროს რაღაც კანონზომიერების წყალობით მომრავლებული შემთხვევები ძალადობის მსხვერპლთა სიკვდილიანობის მკვეთრად ზრდისა, ცხადად გვარწმუნებს, რომ ჭირი თავს მაინც არ მალავს და აღარც დამალავს. დროულად გაცხადებული სენისა კი - წამალი უფრო მოიძიება. გაზეთი 24 საათი 2014 15 ნოემბერი
ნინო დარბაისელი ,,ჩემმა ქმარმა სიყვარულით ბარ-საკვეთითა მცემაო" ამ წერილის ავტორმა კარგად უწყის, რას ნიშნავს, როცა ყოფილი მოკრივის შვილად იბადები და დანაღმულ სიჩუმეში, ოჯახის ყველაზე საპატიო კედელზე, წითელი ატლასის განიერ ქსოვილზე ჩამწკრივებულ თუ ფერადი ლენტებით კაუჭზე ჩამოკიდებულ მედლებს შორის პრიალებს ყავისფერი ტყავის უზარმაზარი, უმოქმედო ხელთათმანები; მამამ დიდი ხანია, უკან მოიტოვა დრო, როცა ფორთოხლის ახლადგამოწურული წვენის გარდა, არანაირ სასმელს ახლო არ ეკარებოდა, დედა კი ულამაზესი და მამაზე ბევრად ახალგაზრდა თანაც სამი შვილის პატრონი, ,,დედა-ვეფხვად" ქცეულა და სულაც არ არის იმრიგად თვინიერი, ადვილად თავზე ვინმე გადაიტაროს, თუნდაც ჩემპიონი ქმარი. ისიც იცის ამ წერილის ავტორმა, რას გრძნობს ,, წარმატებით" ახლადგათხოვილი, ფეხმძიმე გოგო, როცა სრულიად უდანაშაულო(?) ხარ, მაგრამ ,,შეზარხოშებული" ქმრის მიერ ერთი მოქნევით იატაკზე დანარცხებული ძლივს წამოდგები. დიდი ოჯახის დანარჩენი წევრები იმავე ბინაში, სულ რაღაც ორიოდე მეტრის მოშორებით იმყოფებიან, მაგრამ ვითომც იქ არ არიან, თავზე საბანი წაუფარებიათ... შენ კი კი ნოემბრის ქარიან ღამეში წასასვლელი არსადა აქვს... დედასაც ვერაფერს ეტყვი, რადგან ... რადგან ეს ,,ვაჟკაცი ქალი", კაცებს არაფერში ტოლს რომ არ უდებს, ბავშვობიდანვე გინერგავს, რომ რადაც არ უნდა დაგიჯდეს, ყველაფერს უნდა გაუძლო და ოჯახი არ დაანგრიო, რომ ,,ვინც მოითმენს, ის მოიგებს". და ისიც იცის ამ წერილის ავტორმა, რომ გაივლის დრო და არა მხოლოდ დედა, მის ირგვლივ არავინ გაამართლებს მის მტკიცე გადაწყვეტილებას განქორწინების თაობაზე, მეტიც, მეოჯახე დაქალებიც, მანამდე უსასურველეს სტუმრად რომ მიიჩნევდნენ და ქმრეულებში ამაყობდნენ მისით, მოერიდებიან მეგობრობის გაგრძლებას, და არა იმიტომ, რომ ძველებურად აღარ ეყვარებათ.. ყველას თავისი გასჭირვებია, თავისი აქვს შესანარჩუნებელი და მდუმარე მორჩილებით იტანენ მსგავს და კიდევ უარეს რაღაცეებსაც. (მაშინ ტერმინი ,,სტიგმა` არ გაგვეგონა). ის კი ხელში ბავშვატატებული რაღაც გაურკვევლობაში, უწონობაში, იქნებ უფსკრულის პირზე მაინც გადადგამს ნაბიჯს. გადადგამს და გადარჩება! შეცდომები? ცხადია მერეც ექნება, იქნებ ძალადობის მსხვერპლად ახლიდანაც მოუწიოს ყოფნა... მაგრამ არის სხვაობა, თანაც ძალიან დიდი, შენ მიერ მართვად, ,,ნებაყოფლობით მსხვერპლობასა" და ,,გამოუვალ მსხვერპლობას" შორის: ანუ, სულ სხვაა, როცა თავისუფლად ირჩევ, რომ რაღაც დროის მანძილზე იმყოფებოდე გარკვეული ძალადობის ქვეშ (რაღაც მაზოხისტური, პოსტტრამვული ამონაშანთი არსებაში?) - მოიწყენ და უკვე იცი, როგორ წახვიდე. და სრულიად სხვაა, როცა ძალადობისგან გამოხსნის ერთადერთ გზად შეიძლება სიკვდილიც კი დაგრჩეს. *** ამას წინათ გავიგე, კანონი ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ გამკაცრებულა საქართველოში. წავიკითხე მასალები და მწარედ გამეცინა. ვიფიქრე, ნეტა რომელიმე ქალმა მონაწილეობა თუ მიიღო მის შედგენაში- მეთქი. როგორ წარმოუდგენიათ კანონშემოქმედებს? - ოჯახური ძალადობის გამოვლენის შემთხვევაში მამაკაცს სასჯელად რამდენიმეხნიან იძულებით მუშაობას რომ მიუსჯიან, იმ დროს ან მერე ოჯახში თაფლად და კამფეტად იქცევა თუ უარეს დღეს დააყრის ერთ ვიწრო სივრცეში გამოკეტილ, ისედაც გამწარებულ ოჯახს? ან კი ბევრია საქართველოში იმგვარი ოჯახი, თუკი მამაკაცი რამენაირად ,,შემომტანია", იძულებითი მუშაობის პერიოდში მის შვილებს ის მწირი ლუკმაც რომ არ დააკლდეს? გვინდა თუ არა, ისევ გამოდის, რომ ძალადობის უამრავ სახეობას შორის ოჯახური ძალადობა ერთ-ერთი ყველაზე მძიმე, მაგრამ ყველაზე ნაკლებადდასჯადია საქართველოში. მე რომ კანონმდებელი ვიყო, ასე მოვაგვარებდი ამ საკითხს: შინაგან საქმეთა სამინისტროში უნდა არსებობდეს მუდმივი ცხელი ხაზი და ასევე, უნდა არსებობდეს საგანგებო, სასტუმროს მაგვარი შენობა//შენობები. ზარის შესვლისთანავე მანქანა უნდა გავიდეს დამრეკავის მისამართზე. თუ საქმე ფიზიკურ ძალადობასთან, კრიმინალთან გვაქვს, მოიქცეს ისე, როგორც სხვა კრიმინალების შემთხვევაში, ,, რიგითი“ ძალადობის დროს კი გადმოიყვანოს ქალი (იქნებ კაციც), თავისი შვილებით ამ სასტუმროში და სამი დღის ვადაში უზრუნველყოს საცხოვრებელი ადგილის ,, გამოთავისუფლება" მოძალადე მეუღლისაგან, ან/და ყველა იმ პირისაგან, რომელთა ყოფნაც იმ ბინაში თუ სახლში რაიმე ფორმით არღვევს ძალადობის მსხვერპლთა უსაფრთხოებას. ბინა ან სახლი, როგორც უძრავი ქონება თუ მოძალადის სახელზეა, დარჩეს კიდეც მის სახელზე, მაგრამ დაედოს კანონიერი ლიმიტი: სრულწლოვანი ძალადობის მსხვერპლის წერილობითი, პოლიციაში რეგისტრირებული ნებართვის გარეშე, მოძალადეს კანონით აეკრძალოს არათუ კონტაქტში შესვლა, არამედ 50 მეტრზე უფრო მეტად მიახლოება მასთან და ბავშვებთან. პირველივე დარღვევის შემთხვევაში კი დადგეს მისი თავისუფლების აღკვეთის საკითხი. თუმცა, ეს მაინც შედეგთან ბრძოლა იქნება და ჩემი ფილოლოგიური განათლების პირობებში, იურიდიული თვალთახედვით, ალბათ ძალზე ნაივურადაც გამოიყურება. მიზეზი კი ხელუხლებელი გვრჩება. რამდენიც გინდა, ვილაპარაკოთ საქართველოში დემოკრატიის ყლორტებსა თუ გაშლილ ყვავილებზე, სინამდვილეში ხომ ყველა ჩვენგანმა ძალზე კარგად ვიცით, დღემდე ნამდვილ დემოკრატიულ ღირებულებებს საქართველოში ღამეც არ გაუთევიათ. ხანდახან სხვების თვალის დასანახად ავიფარებთ ხოლმე, როგორც მასპინძელი მოულოდნელად შემოსწრებული სტუმრის რიდით, უცებ დასარეცხ-დანარეცხეულობას ერთ კუთხეში მოაქუჩებს და ზედ ნაჩქარევად წააფარებს პლედს, თუ რაიმეს, შედარებით სუფთასა და ნაკლებდასრესილს, ნაპირებს შემოუკეცავს და ზემოდან მიმოასწორებს, რომ უცხო თვალისთვის მისაღებად გამოიყურებოდეს მკვეთრი ნათქვამი კი გამომდის, მაგრამ გულწრფელად ასე ვხედავ: ვიყავით, ვართ და ალბათ კარგა ხანს ვიქნებით ძალადობრივი ქვეყანა, ოღონდ ისევ ძირითადად მსხვერპლის როლში. აქ გავიხსენებ ტრივიალურ აზრს, რომ ოჯახი სახელმწიფოს სარკეა (ან პირიქით). ეს მიბიძგებს, ცოტა არ იყოს, პესიმისტური დასკვნისკენ, რომ მრავალი ძალადობა და მათ შორის ოჯახური, კიდევ კარგა ხანს არ აღმოიფხვრება ჩვენში. ვერც მარტო კანონის გამკაცრება უშველის, ვერც უცხოური გრანტებით ნაკვები არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობა და ა.შ .. მაგრამ გაჩერება მაინც არ ეგების. ნათქვამია, ,,არ არის ჭირი, თან რაღაც სიკეთეც არ მოიყოლოსო". საქალო სამუშაო ჩვენშიც და უცხოეთშიც უფრო ადვილი საშოვნელია. ამის წყალობით, საქართველოს ქალები თანდათანობით მეტად და მეტად დამოუკიდებელნი ხდებიან სოციალური თვალსაზრისით, ფინანსურადაც, ეს თავის მხრივ ოჯახურ კონფლიქტებს ორივე მიმართულებით უცვლის სახეს: კიდეც აღრმავებს და კიდეც ასუსტებს. ნებისმიერი სფეროს ტრანზიციულ ანუ გარდამავალ პერიოდებს ხასიათებს ამგვარი რამ. საქართველოს დაუსაქმებელ ან სიმბოლურად დასაქმებულ მამაკაცებში დაგროვილი სასიცოცხლოდ საჭირო და აუცილებელი აგრესია , პოზიტიურ რეალიზებას რომ ვერ ახერხებს, ამდენი ხნის უმოქმედობის, უიმედობის გამო, უკუღმართად სახეცვლილი , ისევ ახლო-მახლო მყოფ, დაუცველ , ადვილად მოსარევ არსებებს, ქალებს, ბავშვებს, ცხოველებსა თუ საგნებს ატყდება თავზე (აქა -იქ ალბათ ქალებიც იქნებიან მოძალადენი, თუმცა ნაკლებად ჩანს) და ესეც, უთუოდ, ერთი მთავარი მიზეზია ოჯახობრივი ძალადობის გამძაფრებისა. თუმცა ჩვენშიც და ჩვენზე ბევრად აწყობილ ქვეყნებშიც, სამსახურით თუ სხვა მრავალი სიკეთით უზრუნველყოფილი მოძალადეებიც ხომ არიან? არიან, მაგრამ პროცენტულად მცირე და ისღა დაგვრჩენია ვთქვათ, რომ საქმე აქ ფარდობითობაშია. *** წეღან ოჯახზე საუბრისას სარკე ვახსენე. სხვებისთვის ალბათ ეს უკვე ძველი ამბავია, მაგრამ მე მხოლოდ ცოტა ხნის წინ გავიგე ე.წ. ,,სარკული ნეირონების" თეორიის შესახებ. ადამიანი რომ მბაძველი არსებაა და მისი განვითარებისა და ცოდნის შეძენისათვის მიბაძვა ყველაზე გამოცდილი გზაა, ამ აზრით ანტიკურობიდან მოყოლებული, დღეს ვის გააკვირვებ, მაგრამ საქმე ისაა, რომ, თურმე, ამას სწორედ ახლადაღმოჩენილი სარკული ნეირონები უზრუნველყოფენ. უმარტივესად რომ ვთქვათ, ჩვენ სარკესავით ვიმეორებთ იმას, რასაც გარემოში ვხედავთ და ეს განმეორება პირობადებულია ჩვენს ტვინში არსებული სპეციფიკური ნეიტრონების აქტივობით, მათი სიმცირე-სიმრავლით. ვინ იცის, იქნებ ბოლო დროს მომრავლებული ტრაგიკული შემთხვევების ერთ-ერთი, თუმცა არა ერთადერთი მიზეზი ესეცაა! ყოველ შემთხვევაში, სარკულობის მექანიზმზე ფიქრი ბადებს კითხვას: რა პოზიტიური მისაბაძი აქვთ თუნდაც პოტენციურად ძალადობრივ ოჯახებს (ანუ ოჯახთა უმრავლესობას) ამ მხრივ? ბევრია საქართველოში არაძალადობრივი ოჯახი, აშენებული საღ საფუძველზე, თანაც წელში გამართული? მოვიძიოთ, დავაკვირდეთ, გავაცნოთ საზოგადოებას, რაც შეიძლება, ხშირად გავუმეოროთ, ასეთი პოზიტიური მაგალითები! იქნებ ამ სარკულმა მაგიამ გვიშველოს! მგონი, ამასობაში , ბიჰევიორიზმის ქადაგი ვხდები ???? *** დრო და დრო ჩემს საყვარელ უცხოურ ლექსებს ვთარგმნი ხოლმე ქართულად და ,,ფეისბუქზე" ვათავსებ. ბევრია თუ ცოტა ფართო სოციალური ქსელის პირობებში, საშუალოდ ორმოცდაათი ,,ლაიქი" და ამდენივე კომენტარი ერთი თარგმანისათვის, ან რამდენად შეესაბამება მის ღირსებას - ამჯერად ეს არ არის საინტერესო. აუდიტორია ძირითადად ერთი და იგივე მყავს, ორიოდე მეგობარი პოეტი, ორიოდე - ,,ვირტუალში" შეძენილი მეგობარი და დანარჩენი - ახლობელ-ნათესავები, ცხადია, ძირითადად ქალები. ოჯახურ ძალადობაზე ფიქრისას ამას წინათ ერთი მინი-ექსპერიმენტი ჩავატარე, ანა ახმატოვას უცნობილესი ლექსი ვთარგმნე. ჩვეულებრივი მანერით. იმავე დონის თარგმანია, რაც დანარჩენები, რადგან სულ რამდენიმე სტროფია, აქ სათქმელის მოკლედ გადმოსაცემად, ბარემ გაგაცნობთ კიდეც: ანა ახმატოვა *** არც მომკლა, არც მწყევლა, არც გამცა, მხოლოდ თვალს მარიდებს, არ მდევს. ვით შერცხვა, ბნელ ამბად გადასცა მდუმარე ოთახის ლანდებს. მთლად მოდრკა, ხმაც უფრო დაგუბდა, თეთრ ხელებს ძალს ვამჩნევ მტკიცეს... აჰ! ერთხელ იქნება, გამგუდავს, გამგუდავს მძინარეს, ვიცი. მიჩვეული ვარ, ჩანაწერს გამოვაქვეყნებ თუ არა, მოწონებები ბევრად არ ახანებს. ამ შემთხვევაში კი ლამის მთელი დღე სამარისებულ სიჩუმეში მიილია.. ჩემი მოლოდინი გამართლდა. ლექსში გამოსახული სიტუაცია ხომ ქალის თავნებობა, ღალატი და კაცის მხრიდან პასუხად მოსალოდნელი ძალადობაა! რას ფიქრობს ჩემი მუდმივი ვირტუალური აუდიტორია ამის თაობაზე? არც ერთს ამართლებს და არც მეორეს? იქნებ ერთსაც ამართლებს და მეორესაც, მაგრამ ურჩევნია, ამ პრობლემას, თუნდაც მხატვრული ფორმით გადმოცემულს, საჯაროდ, ყველას დასანახად, ,,არ გაუჩერდეს" - უბრალოდ, დუმილით აუაროს გვერდი. და ბოლოს იქნებ უცნაურადაც ჩანს, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ ჩემი წერილის მიზანი არას დიდებით არ არის მოწოდება ქალებისადმი, რომ წინ აღუდგნენ ოჯახურ ძალადობას. დღევანდელ საზოდადოებრივ და საკანონმდებლო პირობებში - ეს საშიშია! ამ ეტაპზე ისიც კი დიდ სიმამაცედ მეჩვენება, რომ პრევენციის მიზნით, პოტენციურმა მსხვერპლებმა დროულად დაარღვიონ დუმილი, არ დამალონ, რა სჭირთ, რადგან ბოლო დროს რაღაც კანონზომიერების წყალობით მომრავლებული შემთხვევები ძალადობის მსხვერპლთა სიკვდილიანობის მკვეთრად ზრდისა, ცხადად გვარწმუნებს, რომ ჭირი თავს მაინც არ მალავს და აღარც დამალავს. დროულად გაცხადებული სენისა კი - წამალი უფრო მოიძიება.
4. ისე, როგორც უგზოუკვლოდ ამბიციურ ადამიანს, რატომღაც მგონია, მომავალი, ჯანსაღი თაობა თანამედროვე ფემინიზმის ისტორიის კვლევას რომ შეუდგება, ჩემს შემოქმედებას, ჩემს უანგარო ღვაწლს ამ სფეროში გვერდს ვერ აუვლის, იქნებ “სასარგებლო ოდიოტად” მევე ჩამთვალოს, რადგან წინასწარ ვიღებდი ხმას, ვიდრე ამაში ვინმეს რამე ფულს გადაუხდიდნენ, თან ზუსტად “კაი საფულე თემებზე” - შემოქმედებით თუ ინტერვიუებით და ამის გამო პირადი უსიამოვნებაც ცოტა როდი შემხვედრია, მე თუ ჩემს ახლობლებს. ათი წლის წინ ეს უსაფრთხო სულაც არ იყო. მეტსაც ვიტყვი, ყოფით გმირობას უდრიდა მხოლოდ ორ ნიმუშს ვდებ.
გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ თარიღებს.
https://m.facebook.com/groups/1295405904257620/permalink/1682809865517220/?
https://m.facebook.com/groups/974373120162672/permalink/1240918266841488/?
ისე, როგორც უგზოუკვლოდ ამბიციურ ადამიანს, რატომღაც მგონია, მომავალი, ჯანსაღი თაობა თანამედროვე ფემინიზმის ისტორიის კვლევას რომ შეუდგება, ჩემს შემოქმედებას, ჩემს უანგარო ღვაწლს ამ სფეროში გვერდს ვერ აუვლის, იქნებ “სასარგებლო ოდიოტად” მევე ჩამთვალოს, რადგან წინასწარ ვიღებდი ხმას, ვიდრე ამაში ვინმეს რამე ფულს გადაუხდიდნენ, თან ზუსტად “კაი საფულე თემებზე” - შემოქმედებით თუ ინტერვიუებით და ამის გამო პირადი უსიამოვნებაც ცოტა როდი შემხვედრია, მე თუ ჩემს ახლობლებს. ათი წლის წინ ეს უსაფრთხო სულაც არ იყო. მეტსაც ვიტყვი, ყოფით გმირობას უდრიდა მხოლოდ ორ ნიმუშს ვდებ.
გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ თარიღებს.
https://m.facebook.com/groups/1295405904257620/permalink/1682809865517220/?
https://m.facebook.com/groups/974373120162672/permalink/1240918266841488/?
3. საერთო კედელზე შემხვდა ეს უზარმაზარი კომენტარი და კითხვა ისე დავიწყე, ტელეფობნის ეკრანზე ავტორი არ ეტეოდა. ვიდრე ,, ჩავსკროლავდი”, ეგრევე მივხვდი ვინ შეიძლრბა ყოფილიყო ავტორი . ვინ? იქნებოდა, ვინმე ,, ფემინისტების ფულით კვებული” და ასეთი ვინ არის არის ამ საიტზე? არა, გეშლება, ნინო- მეთქი, თავს ვუთხარი. ისინი კი ჭამენ ფულებს, როგორც ეს პაოლო იაშვილის ლექსების ავტორად ელენე ბაქრაძის გამოცხადებისას ჩაიდინეს, მაგრამ სხვები მთლად უანგაროდ ემსახურებიან, ასე ვთქვათ, მოწოდების გამო- მეთქი. პოლიტ. ტერმინოლოგია რომ მოვიშველიოთ, ,, სასარგებლო იდიოტის” როლში ჩამჯდარი ენთუზიასტები საქართველოს ნეტა როდის დაჰკლებია- მეთქი. თანაც ასეთი პირები ისე გაწიწემატდებიან ,, პატრონთა” დასაცავად, სულ თაბისუფლების სახელით, რომ პაპზე უფრო დიდი კათოლიკეობა მონაგონია-მეთქი. მაგრამ ამჯერად ჩემს შინაგან ხმას შევეწინააღმდეგე: ერთხელ, მეორედ, მესამედ ხომ გავუჩდი, მაინც პოეტობაზე აქვს პრეტენზია, რა მოხდა, თუ გაუკაფავში გადადის, დაფიქრდება, რამეს მიხვდება, ისევ ჩვენ მოვითმინოთ- მეთქი. არა! უფრო და უფრო აუშვა დანევროზებული აფრები! არადა, მარტივად, ცდილობს , მასაზრდოებლებს, რომელთა წყალობითაც კრებულიც კი გამოსცა, ასე ამაგი დაუფასოს. ვაზვიადებ, არა? ვისაც ასე ჰგონია, ეს და სხვა ლინკები ოხილოს, რა უნდა “დაგუგლვას”!
https://www.radiotavisupleba.ge/amp/%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90-%E1%83%91%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%97%E1%83%AE%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98/32697020.html
საერთო კედელზე შემხვდა ეს უზარმაზარი კომენტარი და კითხვა ისე დავიწყე, ტელეფობნის ეკრანზე ავტორი არ ეტეოდა. ვიდრე ,, ჩავსკროლავდი”, ეგრევე მივხვდი ვინ შეიძლრბა ყოფილიყო ავტორი . ვინ? იქნებოდა, ვინმე ,, ფემინისტების ფულით კვებული” და ასეთი ვინ არის არის ამ საიტზე? არა, გეშლება, ნინო- მეთქი, თავს ვუთხარი. ისინი კი ჭამენ ფულებს, როგორც ეს პაოლო იაშვილის ლექსების ავტორად ელენე ბაქრაძის გამოცხადებისას ჩაიდინეს, მაგრამ სხვები მთლად უანგაროდ ემსახურებიან, ასე ვთქვათ, მოწოდების გამო- მეთქი. პოლიტ. ტერმინოლოგია რომ მოვიშველიოთ, ,, სასარგებლო იდიოტის” როლში ჩამჯდარი ენთუზიასტები საქართველოს ნეტა როდის დაჰკლებია- მეთქი. თანაც ასეთი პირები ისე გაწიწემატდებიან ,, პატრონთა” დასაცავად, სულ თაბისუფლების სახელით, რომ პაპზე უფრო დიდი კათოლიკეობა მონაგონია-მეთქი. მაგრამ ამჯერად ჩემს შინაგან ხმას შევეწინააღმდეგე: ერთხელ, მეორედ, მესამედ ხომ გავუჩდი, მაინც პოეტობაზე აქვს პრეტენზია, რა მოხდა, თუ გაუკაფავში გადადის, დაფიქრდება, რამეს მიხვდება, ისევ ჩვენ მოვითმინოთ- მეთქი. არა! უფრო და უფრო აუშვა დანევროზებული აფრები! არადა, მარტივად, ცდილობს , მასაზრდოებლებს, რომელთა წყალობითაც კრებულიც კი გამოსცა, ასე ამაგი დაუფასოს. ვაზვიადებ, არა? ვისაც ასე ჰგონია, ეს და სხვა ლინკები ოხილოს, რა უნდა “დაგუგლვას”!
https://www.radiotavisupleba.ge/amp/%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90-%E1%83%91%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%97%E1%83%AE%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98/32697020.html
2. ქალბატონო ნინო, რატომ არ ეშვებით, ასეთი მავნებლობების წერას. რა გაიძულებთ? უცოდინარი ან გაბოროტებული რომ იყოთ, უფრო ადვილი ასახსნელიც და გასაგებიც იქნებოდა. მაგრამ, ჩემი აზრით, მოტივი გაცილებით პრიმიტიულია ამ ნაწერივით, - ყურადღების მიქცევას ცდილობთ, (თან ქოცებთან დაყვავებაც არ გავიწყდებათ) :)
მაინც არ დამეზარება და გეტყვით, მოვლენებს კონტექსტს ნუ აცილებთ, - ფემიციდით, ქალზე ფსიქოლოგიურად, ეკონომიკურად, სექსუალურად მოძალადეებით პროგრესირებად ქვეყანაში.
როდესაც, ფემინისტებს ქალი ავტორი დასცინის, (ამერიკიდან) პირდაპირ გეტყვით - არც ქალობის და არც ავტორობის არაფერი სცხია. “ჩემი ფუჩუ ჩემია”-ს გარდა მაგ ფემინისტებმა ათასობით ქალი დაიცვეს, შეიფარეს და გადაარჩინეს. სასამართლოები მოიგეს და ქალებს სიცოცხლის სურვილი და ღირსება დაუბრუნეს. თქვენ რამდენ მსხვერპლ ქალს დაეხმარეთ? ან ფინანსურად ან სამართლებრივად? ან ლიტერატურით?? რამდენი შეიფარეთ??
აქვე, თუ გააზრება გიჭირთ, ეგ ფრაზა რატომ გახდა იცით საჭირო? აი ყოფილ ცოლებს და მათ სასქესო ორგანოებს “უძრავ საკუთრებებად” რომ თვლიან თვითონ ასსაყვარლიანი კაცები და ამის გამო ქალები, ან ლექციიდან გამოყავთ, ან ტყეში შეყავთ, ან ნაჯახით მისდევენ და კლავენ. (თქვენ საიდან გეცოდინებათ და ცოცხლად დაწვის შემთხვებიც გვაქვს). კიკი ქალბატონო ნინო, თქვენ იცინეთ და ეგეც კი სამტკიცებელია.
ამასთანავე, არავინ ამბობს, რომ ქალები ან ფემინისტები უშეცდომოები არიან, ან არაფერი აქვთ გადასახედ-დასახვეწი, (რა სიბეცეა) მაგრამ ჯერ-ჯერობით ახლოსაც ვერ მივა ქალის ნამოქმედარი იმ სისასტიკესთან, რასაც იმ ულამაზესი დებილი ფეხბურთელივით თქვენც არ ითვალისწინებთ.
ადრე მომწონებია, თქვენი ნაწერი- ადამიანური და ცოდნით დაწერილი, მაგრამ სულ აგერიათ თავ-გზა. ასე იცის პუბლიკაზე გათვლილმა წერამ)) მერე ტაშისთვის, ოღონდ იყოს და რა უხერხულობას არ აკადრებს თავს.(არ მიხარია)
ლიტერატორობიდან გამომდინარე, ჩემზე ათასჯერ მეტი ცოდნა გაქვთ ამ სფეროში და თავს არც მივცემ უფლებას, პროფესიულად რამე შენიშვნები გაძლიოთ, მაგრამ რჩევით კი გირჩევთ, როგორც პოეზიის მკითხველი, - 0 აქვს ვარგისიანობა და ღირებულება, თუნდაც უზადოდ შესრულებულ ლექსს/ტექსტს, სადაც მინიმუმ, კონტექსტი და ადამიანის ხელშესახები სინამდვილე არაა. ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში პოეზია დითირამბებით, სიტყვათშეთანხმებებით, მარცვლების თვლით ან კაი მაგარი გარითმივით უკვე სასაცილოა და სულ უფროდაუფრო ცოტა მკითხველი ყავს. ( ურაკპარაკი არ ითვლება)) ეს თავშესაქცევად იქცა, სამწუხაროდ, თუმცა თავსაც ვეღარ შეიქცევ, თორე ჯანდაბას)
ადამიანურად გისურვებთ, მეტ დაფიქრებას, ვიცი, რომ მიმღებლობა გაქვთ და ამ ჩემს კორექტულ კომენტარსაც მიიღებთ. (ფულზე გაყიდულებზე ვერაფერი დაგიკომენტარეთ, შეურაცხყოფის მოყენების გარეშე, რასაც ცხადია, არ ვიზამ.) ქალბატონო ნინო, რატომ არ ეშვებით, ასეთი მავნებლობების წერას. რა გაიძულებთ? უცოდინარი ან გაბოროტებული რომ იყოთ, უფრო ადვილი ასახსნელიც და გასაგებიც იქნებოდა. მაგრამ, ჩემი აზრით, მოტივი გაცილებით პრიმიტიულია ამ ნაწერივით, - ყურადღების მიქცევას ცდილობთ, (თან ქოცებთან დაყვავებაც არ გავიწყდებათ) :)
მაინც არ დამეზარება და გეტყვით, მოვლენებს კონტექსტს ნუ აცილებთ, - ფემიციდით, ქალზე ფსიქოლოგიურად, ეკონომიკურად, სექსუალურად მოძალადეებით პროგრესირებად ქვეყანაში.
როდესაც, ფემინისტებს ქალი ავტორი დასცინის, (ამერიკიდან) პირდაპირ გეტყვით - არც ქალობის და არც ავტორობის არაფერი სცხია. “ჩემი ფუჩუ ჩემია”-ს გარდა მაგ ფემინისტებმა ათასობით ქალი დაიცვეს, შეიფარეს და გადაარჩინეს. სასამართლოები მოიგეს და ქალებს სიცოცხლის სურვილი და ღირსება დაუბრუნეს. თქვენ რამდენ მსხვერპლ ქალს დაეხმარეთ? ან ფინანსურად ან სამართლებრივად? ან ლიტერატურით?? რამდენი შეიფარეთ??
აქვე, თუ გააზრება გიჭირთ, ეგ ფრაზა რატომ გახდა იცით საჭირო? აი ყოფილ ცოლებს და მათ სასქესო ორგანოებს “უძრავ საკუთრებებად” რომ თვლიან თვითონ ასსაყვარლიანი კაცები და ამის გამო ქალები, ან ლექციიდან გამოყავთ, ან ტყეში შეყავთ, ან ნაჯახით მისდევენ და კლავენ. (თქვენ საიდან გეცოდინებათ და ცოცხლად დაწვის შემთხვებიც გვაქვს). კიკი ქალბატონო ნინო, თქვენ იცინეთ და ეგეც კი სამტკიცებელია.
ამასთანავე, არავინ ამბობს, რომ ქალები ან ფემინისტები უშეცდომოები არიან, ან არაფერი აქვთ გადასახედ-დასახვეწი, (რა სიბეცეა) მაგრამ ჯერ-ჯერობით ახლოსაც ვერ მივა ქალის ნამოქმედარი იმ სისასტიკესთან, რასაც იმ ულამაზესი დებილი ფეხბურთელივით თქვენც არ ითვალისწინებთ.
ადრე მომწონებია, თქვენი ნაწერი- ადამიანური და ცოდნით დაწერილი, მაგრამ სულ აგერიათ თავ-გზა. ასე იცის პუბლიკაზე გათვლილმა წერამ)) მერე ტაშისთვის, ოღონდ იყოს და რა უხერხულობას არ აკადრებს თავს.(არ მიხარია)
ლიტერატორობიდან გამომდინარე, ჩემზე ათასჯერ მეტი ცოდნა გაქვთ ამ სფეროში და თავს არც მივცემ უფლებას, პროფესიულად რამე შენიშვნები გაძლიოთ, მაგრამ რჩევით კი გირჩევთ, როგორც პოეზიის მკითხველი, - 0 აქვს ვარგისიანობა და ღირებულება, თუნდაც უზადოდ შესრულებულ ლექსს/ტექსტს, სადაც მინიმუმ, კონტექსტი და ადამიანის ხელშესახები სინამდვილე არაა. ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში პოეზია დითირამბებით, სიტყვათშეთანხმებებით, მარცვლების თვლით ან კაი მაგარი გარითმივით უკვე სასაცილოა და სულ უფროდაუფრო ცოტა მკითხველი ყავს. ( ურაკპარაკი არ ითვლება)) ეს თავშესაქცევად იქცა, სამწუხაროდ, თუმცა თავსაც ვეღარ შეიქცევ, თორე ჯანდაბას)
ადამიანურად გისურვებთ, მეტ დაფიქრებას, ვიცი, რომ მიმღებლობა გაქვთ და ამ ჩემს კორექტულ კომენტარსაც მიიღებთ. (ფულზე გაყიდულებზე ვერაფერი დაგიკომენტარეთ, შეურაცხყოფის მოყენების გარეშე, რასაც ცხადია, არ ვიზამ.)
1. ქალების ფეხბურის თამაში ჩემთვის მთლად კარგი კი არა არც მომწონს და არც არასოდეს დამაინტერესებს და არც ვუყურებ, გინდა ბულინგი , გინდა ბილინგი მოაწყონ. ქალების ფეხბურის თამაში ჩემთვის მთლად კარგი კი არა არც მომწონს და არც არასოდეს დამაინტერესებს და არც ვუყურებ, გინდა ბულინგი , გინდა ბილინგი მოაწყონ.
|