ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: imedi
ჟანრი: პოეზია
21 მარტი, 2009


ჩუმი გამოხედვა

ჩუმი გამოხევა თავსაც მოგანატრებს.
-შენი ნაზი სულის თეთრი გვირილებიც?!-
თუკი გამაოცე, სულის კარიბჭემდეც
ფრთხილად მიმიყვანე ჩუმი ღიმილებით!
გული მოგენდობა, თვალები ამბობენ.
და ნუ უღალატებ და ნურც აღელდები!
სუნთქვას გაუფრთხიდი-გრძნობებს მიტევების.
თუკი იოცნებებ, ცაშიც აფრინდები!
და თუ მოგენატროს ჩემი გაღიმება,
გულში დაფარული სევდა და ფიქრები,
მაშინ მომიგონე ჩემო მშვენიერო-
თუკი აირჩიე სწორი ბილიკები.
თუკი შეგიძლია ჩუმი განშორება ,
ალბათ- მონატრება სულს არ დაგიმშვიდებს!
და თუ დამიძახებ, მაშინ უსათუოდ
ახლოს გამოვჩნდები და ბნელს გაგარიდებ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები