ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: imedi
ჟანრი: პოეზია
10 აპრილი, 2009


ადამიანმა შეჰფიცა

ადამიანმა შეჰფიცა
      ღმერთს ერთგულება.
მანაც უსმინა ვედრება
                      გულს.
ადამიანმა სიყვარული
                      შეჰფიცა-
და ღმერთმაც პასუხი
                  დაუბრუნა.
ადამიანი ტიროდა
                      უცრემლოდ.
-ტიროდა  ცრემლებით.
-ხმამაღლა ტიროდა.
სიკეთეს მოესმა
        განწირულის ხმა.
-საშველად მოვიდა.
-ნატანჯი სულის
              გადასარჩენად
მოვიდა!
-დარახტულ იორღით
გადაუფრინა მთებს!
გაფანტა ღრუბელი ცის.
მსოფლიოს  აუწყა -
გადავარჩინეთ ამბოხი
განწირულ ხმის!
..................................

საქართველო- შენი გული დაიღალა!
საქართველო-ცრემლი ბევრი დაღვარე!
საქართველო- ბევრი ერი შეიფარე.
დღევანდლამდე თავიც ბევრჯერ დახარე!
გიხაროდეს მშობლიური მიწის სუნთქვა-
ეს ხომ ყველა მოქალაქის ვალია?
სიყვარულმა რაც სიკეთით ააშენა-
ის ხომ მტრობამ ძალზედ სწრაფად დალია!
ხელში სასმისს როცა იღებს ახალგაზრდა-
სურს ბოლომდე გამოსცალოს ფიალა.
როგორ?-გულმა დაიფიცა სახატეზე?
მრუდე გზებით მაშ რატომღა იარა?!
ქართველს სიტყვაც ქართველური მოუხდება
საქართველოს ძმობის დროშა ამშვენებს.
საქართველოს ერთგულება აამაღლებს!
საქართველოს სიყვარული ამშვენებს!
შესუსტდება განა ქვეყნის გულის ცემა?
-ცხენის გულიც ვეღარ გახდა პატარა.
"ფარაველავ" შენი დიდი გულის ცემაც-
ქართველობამ ხელის გულზე ატარა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები