ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირინკა
ჟანრი: პოეზია
17 მარტი, 2009


ამბობდი...

სველ თითის ტარზე ცეკვავდა მარტი,
მიწა ითვლიდა ზამთრისპირულებს,
ხელიდან ხელში, როგორც ხასიათს,
დავატარებდით ფერმკრთალ სიჩუმეს...

გვეჩურჩულები მე და გაზაფხულს:
,,გახსოვს? ფიქრით რომ ვართავდით ამინდს,
მერე კი სოფლად თეთრმა კვირტებმაც,
გამოიტირეს ალუბლის ბაღი.”

მხრებჩამომხმარი დგანან ჭადრები,
წუხხარ, გახუნდა ის ჭრელი კაბაც,
ყოველ ალიონს ქარი თავხედი,
აფრიალებდა ჩვენს წყაროს თავთან.

დაბანაობდნენ მზე და სხივები,
ახლაც რატომღაც შენ გამახსენდი,
ამბობდი: ცამ შეიცვალა ფერი...
მე-ფერისცვალებას ვაბრალებდი.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები