ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნათია დაშნიანი
ჟანრი: პოეზია
5 ოქტომბერი, 2024


* * *


ბევრი წერს ლექსებს, სიბრძნეს  უძველესს
არც სულთა ღელვა ეუცხოვება,
მაგრამ სხვა არის, ერთ დაუწერელ
ლექსს თუ მიაბი მთელი ცხოვრება.

გაფორიაქებს დროის სიმცირე
და სულ გგონია რომ არ გეყოფა,
სათქმელს გულიდან ვერ მოიცილებ,
ვერ დაუტოვებ ერთგულ მეგობარს.

თუმც უკვდავებას არვინ გპირდება,
ვალიც ბევრი გაქვს გადასახდელი,
დაწერ და არც ეს გაგიკვირდება-
იმ ბოლო ლექსში  გადასახლდები.
     

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ოთარ ცისკაძე ვულოცავთ დაბადების დღეს