ანა ახმატოვა - ორნაკეცი ტყავის ქამრით
ორნაკეცი ტყავის ქამრით ამას წინათ მცემდა ქმარი, ფანჯარასთან ვზივარ ღამით მბჭუტავ ლამპრით, უძინარი.
თენდება. სამჭედლოს მაღლა კვამლი მოჩანს სადინართან, არ ინებე მოსვლა ახლაც ჩემთან, მწუხარ პატიმართან.
მე შენ გამო შესაბრალი ავირჩიე მძიმე ხვედრი, ეგებ მოგწონს ქერა ქალი, ანდა წითურთმიანს ეტრფი?
ვით ჩავიქრო გულის თუთქვის კვნესა, ბრუჟი მხუთავ ნაღვლის, ხელუხლებელ საწოლს შუქი ზოლად ეფინება ნათლის.
9 ოქტომბერი, წმ. იოანე ღვთისმეტყველის ხს. დღე, 2024 წ.
Анна Ахматова - Муж хлестал меня узорчатым
Муж хлестал меня узорчатым, Вдвое сложенным ремнём. Для тебя в окошке створчатом Я всю ночь сижу с огнём.
Рассветает. И над кузницей Подымается дымок. Ах, со мной, печальной узницей, Ты опять побыть не мог.
Для тебя я долю хмурую, Долю-муку приняла. Или любишь белокурую, Или рыжая мила?
Как мне скрыть вас, стоны звонкие! В сердце темный, душный хмель, А лучи ложатся тонкие На несмятую постель.
1911 г.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. მშვენიერი თარგმანი. მშვენიერი თარგმანი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|