ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცისკაძე ოთარი
ჟანრი: თარგმანი
25 ოქტომბერი, 2024


Анна Ахматова - Слаб голос мой, но воля не слабеет

ანა ახმატოვა - ხმა დამისუსტდა, ნებისყოფა კი არ დუნდება

ხმა დამისუსტდა, ნებისყოფა კი არ დუნდება,
უსიყვარულოდ არსებობა გამიადვილდა,
ცაა მაღალი და ზენა ქარს აღძრავს ბუნება,
გულის ზრახვები უმანკოა, წმინდა ნამდვილად.

სხვებთან წავიდა უძილობა-ძიძა, სანათის
შუქზე რუხ ნაცარს ნაღვლიანად აღარ დავცქერი,
მრუდე ისარი მახლობელი კოშკის საათის,
აღარ ჩანს ისე სასიკვდილო და ალმაცერი.

ძალაუფლებას რარიგ კარგავს გულზე წარსული!
შვება ახლოა; მსურს შევუნდო ბრალი სავსებით,
როდესაც ვხედავ სხივი როგორ აუვლ-ჩაუვლის
და გაზაფხულის  ელავს სველი უსურვაზები.

25 ოქტომბერი, 2024 წ.


Анна Ахматова - Слаб голос мой, но воля не слабеет

Слаб голос мой, но воля не слабеет,
Мне даже легче стало без любви.
Высоко небо, горный ветер веет,
И непорочны помыслы мои.

Ушла к другим бессонница-сиделка,
Я не томлюсь над серою золой,
И башенных часов кривая стрелка
Смертельной мне не кажется стрелой.

Как прошлое над сердцем власть теряет!
Освобожденье близко. Все прощу,
Следя, как луч взбегает и сбегает
По влажному весеннему плющу.

1912 г.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები