ანა ახმატოვა - ზღვისპირა სონეტი
აქ დღეგრძელობით მაჯობებს ბევრი: შოშიის ძველი სახლიც ფანერის და გაზაფხულის სუფთა ჰაერიც, გადმოფრენილი, ზღვიდან ნაბერი.
მარადისობის ხმა მიხმობს მძლავრი, დაუძლეველი და მიღმიერი, ალუბლის ფურცლებს შუქი ციერი მოავარაყებს ნამგალა მთვარის.
ვგონებ, სავალად არის ადვილი, ზურმუხტის ტევრის თეთრი გზაწვრილი, გადაპენტილი ყვავილთა ფენით...
ნათელ შუაგის გზა იქ შემიყვანს, ასე რომ მოჰგავს ნაცნობ ხეივანს ცარსკოე სელოს ტბორესთან შექმნილს.
27 ნოემბერი, 2024 წ.
Анна Ахматова – Приморский сонет
Здесь всё меня переживёт, Всё, даже ветхие скворешни И этот воздух, воздух вешний, Морской свершивший перелёт.
И голос вечности зовёт С неодолимостью нездешней, И над цветущею черешней Сиянье лёгкий месяц льёт.
И кажется такой нетрудной, Белея в чаще изумрудной, Дорога не скажу куда…
Там средь стволов ещё светлее, И всё похоже на аллею У царскосельского пруда.
1958 г.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|