ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცისკაძე ოთარი
ჟანრი: პოეზია
3 დეკემბერი, 2024


ჯოჯოხეთი

ბოროტის სულის კოცონი,
მისი ქმედებით გუზგუზებს
და მისი ყველა მომწონიც
ვერ აირიდებს მუგუზლებს,

ელის მეორე სიკვდილი,
პირველის შემდეგ დამდგარი,
იძრწოლებს სასომიხდილი
ცეცხლის ტბის პირას წამდგარი.

3 დეკემბერი, 2024 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები