დიდი ნატვრა დილიდანვე თოვლის პაპას, წერილსა წერს ნია. წუხს, რომ გრძელი გამოვიდა სურვილების სია. დედამ უთხრა: - აბა, ამდენს, როგორ შეძლებს პაპა? შენისთანა რამდენი ჰყავს, დაითვალე აბა. ფიქრობს, როგორ შეამციროს, შეელიოს რომელს, რომ დაუთმოს საჩუქარი სხვას, ამ ნივთის მდომელს. შალა, შალა... ჰოდა ერთი დაიტოვა მხოლოდ, - მეტს არაფერს აღარ ვითხოვ, ესღა არის ბოლო. არც თოჯინა აღარ მინდა, არ ვინატრებ ლეპტოპს, ნუ მომიტან შორტებს, კაბას, ბოტასებს და ნურც ტოპს. მხოლოდ ესღა, დიდი ნატვრა, შემისრულე პაპავ, დაგვაბრუნე აფხაზეთში მე, დედა და მამა.
წელი ახალი
რად გვიყვარს წელი ახალი? თოვლის ბაბუას ველით, გვინდა, რომ თეთრმა ფანტელმა, მოქარგოს მთა და ველი. ნაძვის ხის ძირში დაგვხვდება საჩუქრის კოხტა ყუთი, ზოგში - ნანატრი თოჯინა, ზოგში - ბუცები, ბურთი. დილით გვაღვიძებს კაკუნი, მეკვლე დგას კართან ხონჩით, ლოცვით შემოდის, გვარწმუნებს ცუდს, ძველ წელიწადს მოვრჩით. სახლში ტრიალებს სურნელი ხაჭაპურის და კვარის, მაგიდა დახუნძლულია ნუგბარით, ნაირგვარით. ცაში მაშხალებს ისვრიან, მოჭიქულია ზეცა... მრავალ ბედნიერ ახალ წელს ყველა დაგვასწროს ღმერთმა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. მუხა, უღრმესი მადლობა. ამინ, ბედნიერი ახალი წელი გაგვითენოს უფალმა. ნიკოლოზობას გილოცავ მუხა, უღრმესი მადლობა. ამინ, ბედნიერი ახალი წელი გაგვითენოს უფალმა. ნიკოლოზობას გილოცავ
1. მომეწონა, ძალიან სასიამოვნოა ორთავე ლექსი, მრავალ ახალ წელს დავესწროთ და გავშალოთ ლაღად ფრთები,სიხარულით აგვისრულდეს ყველას, ყველას ახალიწლის ოცნებები. მომეწონა, ძალიან სასიამოვნოა ორთავე ლექსი, მრავალ ახალ წელს დავესწროთ და გავშალოთ ლაღად ფრთები,სიხარულით აგვისრულდეს ყველას, ყველას ახალიწლის ოცნებები.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|