ანა ახმატოვა - ჩემს დას
ფიჭვის ტყესთან მივედი და ვიგრძნე შვება, ხვატი იდგა, უკან დამრჩა სოფლის შარა, გადასწია კარის ფარდა, მომეგება ნათელი და თვინიერი, თმაჭაღარა.
შემომხედა შორსმჭვრეტელმა დაჟინებით და წინმხედმა ამოღერღა:“ქრისტეს სასძლოვ, არ შეგშურდეს ბედნიერთა დალხინების, სამკვიდრო გაქვს სხვაგან, მანამ უნდა გაძლო,
მშობლიურ სახლს სამუდამოდ გაეცლები, ზეციური შროშანივით იყავ სრული, სნეულს გელის მდარე ჩალის სარეცლები, გეღირსება სანეტარო აღსასრული“.
უცილობლად გაიგებდა სქიმოსანი სენაკს მიღმა, რომ ავმღერდი წამოსული, ენითუთქმელ სიხარულით სხივოსანი, განაოცი ამბით და ფრთებგამოსხმული.
20 დეკემბერი, 2024 წ.
Анна Ахматова – Моей Сестре
Подошла я к сосновому лесу. Жар велик, да и путь не короткий. Отодвинул дверную завесу, Вышел седенький, светлый и кроткий.
Поглядел на меня прозорливец И промолвил: «Христова невеста! Не завидуй удаче счастливиц, Там тебе уготовано место.
Позабудь о родительском доме, Уподобься небесному крину. Будешь, хворая, спать на соломе И блаженную примешь кончину».
Верно, слышал святитель из кельи, Как я пела обратной дорогой О моем несказанном весельи, И дивяся, и радуясь много.
1914 г.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|