ავტორი: ნიკე... ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 7 იანვარი, 2025
●●●
წლის დასაწყისის პირველ დილას თითო კამფეტით გვილოცავდა მამამთილი. ასე ტკბილად დამიბერდითო, მრავალს დაესწარითო და იქვე თითო წელს გვიმატებდა. თუ შევიცხადებდი: -ჯერ სექტემბრამდე დიდი დროა! გაიღიმებდა და მპასუხობდა: -აბა, როგორ? წელი დადგა და იმ წლისა ხარ! როგორი მართალი ვიყავი მე, რომ არ ვჩქარობდი და როგორი ზუსტი ის,- საფლავის თარიღივით. თუმცა სიზუსტეს შვება როდი მოაქვს? ან ეს სიმართლე რად მინდოდა? სხვები თუ ფრთაშესხმულ ანგელოზებს, მე საზიარო სასახლეში ჩასვენებულ ბავშვებს რატომ ვხედავ?
ნეტა, ბუხრის პირს ჩაწყვეტილი მძივის პატარა ბურთულები ცეცხლში ერთურთს თუ ადნებიან?