ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დებორა
ჟანრი: პოეზია
7 იანვარი, 2025


ჩულქური გაქცევებისა

#ეტიუდები

ნდს

ჩულქური გაქცევებისა

(იუმორესკა)

ვერ შეიშნოვა  ეგ დღე და ეგ ცა,!
უცხო ქალს ჩულქზე თვალი გაექცა
და იმ  ქალისკენ თვალი გაექცა,
იმ ქალის გამო ფიქრი გაექცა,
მაგრამ იმ ქალთან შანსი  გაექცა,
შანსი გაექცა, ხოლო ხელიდან  სადავეები  ასე გაექცა:
ცოლმა ჰკითხა და პასუხს გაექცა,
პასუხს გაექცა - სიტყვა გაექცა,
სიტყვა გაექცა - ცოლიც  გაექცა,
ცოლი გაექცა - წონაც გაექცა,
ამასობაში წლებიც გაექცა.
და საბოლოოდ მთელი ცხოვრება თავზე დაექცა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები