ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოფო88
ჟანრი: პოეზია
12 მარტი, 2025


????

შენ რომ ლექსი დამიწერე...
მე რომ ბევრი ვიცინე...
იმ სიცილით, დამიჯერე,
მაშინ სული ვიტკინე.
შენ რომ წყენა დამიმალე,
მეც რომ ვითომ ვერ მივხვდი...
შენ რომ ისევ მე მიწამე,
შენ რომ ისევ დამითბი...
ჰო, ვერ შედგა, ვერ შევძელით,
ვერ მოგდიე კვალდაკვალ...
...
დღეს რატომღაც ამეჩემე-
გახსენდები ხანდახან?
გახსენდება სინანული
ჩემს მზერაზე დამდნარი?
უმწიფარი სიყვარული
აუნთებლად ჩამქრალი?
სურვილი თუ გაგონდება
გადმომსკდარი ბაგიდან?
ანდაც ვნება მარტოსული
მე რომ შენთან გამყიდა?..
...
შენ რომ ლექსი დამიწერე,
შენ რომ გრძნობა აკინძე,
ჩემს სიყვარულს, დამიჯერე,
გკარნახობდა საკინძე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები