ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: imedi
ჟანრი: პოეზია
29 მარტი, 2009


წვიმს...

წვიმს და წყლის
წვეთებს-
სიცივე მოაქვს.
წვიმს და შავ
ღრუბელს-
ნაღველი მოაქვს.
წვიმს და სახეში-
მესხმება თქეში.
პაწია ნაკადულს-
დავეძებ შენში.
წვიმს და სიცივემ -
ლამის გამთოშოს.
ლამის ძარღვებში
სისხლი გამიშროს!
იქნებ გრიგალმა
განაგდოს თქეში!
მე ხომ სიყვარულს
დავეძებ შენში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები