ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცისკაძე ოთარი
ჟანრი: თარგმანი
14 აპრილი, 2025


Марина Цветаева - Магдалина

მარინა ცვეტაევა - მაგდალელი

1.
ჩვენ შორის არის ღვთის ათი მცნება,
ათი კოცონის ალმურის ხვატი;
მშობლიურ სისხლის - უკუიქცევა,
შენ ჩემთვის უცხო სისხლის ხარ ხატი.

ევანგელიკურ დროში მადლფენით,
მეც ვიქნებოდი ერთი მათგანი
(უცხო სისხლის და უსაწადლესი,
უუცხოესი, მცემი თაყვანის!)

გამოვიწევდი შენკენ მიმცხრალი,
უძლურებებით, - სახენათელთან
და დემონური თვალით მზირალი,
ზეთს დაგასხამდი დაუნანებლად,

ორივე ფეხზე, ფეხისგულებზე;
დაეღვრებოდა ქვიშას სიმდიდრე,
ვნებავ, გაცვლილო ვაჭრის ფულებზე,
დაფურთხებულო, მიდი - იდინე!

დუჟმორეული,  თვალთა ნადებით,
სიამით ოფლდასხმული, მთხოველი...
შენს ფეხებს ამ თმით მოვეტმასნები,
თითქოს ეხვევა ბეწვი ცხოველის.

გავეფინები ფეხქვეშ, მსგავსება
ვგონებ მისი აქვს - მოჰგავს რაოდენ!
ცეცხლოვან კულულიან არსებას
თბილი ხმით უხმობს: დაო, წამოდექ!

14 აპრილი, დედაენის დღე, 2025 წ.


Марина Цветаева - Магдалина

1
Меж нами — десять заповедей:
Жар десяти костров.
Родная кровь отшатывает,
Ты мне — чужая кровь.

Во времена евангельские
Была б одной из тех…
(Чужая кровь — желаннейшая
И чуждейшая из всех!)

К тебе б со всеми немощами
Влеклась, стлалась — светла
Масть! — очесами демонскими
Таясь, лила б масла́

И на́ ноги бы, и по́д ноги бы,
И вовсе бы так, в пески…
Страсть по купцам распроданная,
Расплёванная — теки!

Пеною уст и накипями
Очес и по́том всех
Нег… В волоса заматываю
Ноги твои, как в мех.

Некою тканью под ноги
Стелюсь… Не тот ли (та!)
Твари с кудрями огненными
Молвивший: встань, сестра!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები