 | ავტორი: სოფო88 ჟანრი: პოეზია 23 აპრილი, 2025 |
ჩემს ქვეყანაზე შეიძლება რომ არ დავწერო?... ჩემი ქვეყანა?- დიდი არის, დიდი ძალიან, ჩემს ქვეყანაში ყველაფერი რომ აგიღწერო სიტყვის მარაგი არ მეყოფა ჩემო ძამია... გინახავს მთები უდრეკი და მხრებგამართული? ან მიწას თუკი შეხებიხარ, მიწას ცვარიანს? მზე თუ გისუნთქავს განთიადზე სხივჩასანთლული?- ქართლში ყოფილხარ მაშინ ბიჭო, გაგიხარია. შენ გაგიგია ალავერდი, სვეტიცხოველი? ანდაც ბაგრატი, გელათი და თავად სამება? ეს მცირე არის, მე რაც აქ ვთქვი, თორემ ყოველი, ყოველი მხრიდან საქართველო ღვთით გესალმება. ზვრებში ოდესმე გაგივლია ორსულ მტევნებთან? და გიგემია მარცვალ-მარცვალ ღვინის სიცეტე? თუ ჩამომჯდარხარ პურის ყანის ვრცელ შადრევნებთან?.. არ განგიცდია ეს სიამე?-აწი იცელქე. ზღვა, მერე რა ზღვა, თვალს რომ უცებ მსუყედ ანაყრებს, ტბები, მდინარე ათასფერი და ნაკადული, სულ ყველაფერი უნაკლოა ჩვენში ჰა, ნახეთ, სულ ყველაფერი სუფთაა და თანაც ქართული. ჩვენს ცაზე თავად ვარსკვლავებიც გამჭვირვალეა, ჩვენს ღრუბელსაც კი სხვანაირი დასცვივა ცრემლი, ჩვენს ქვეყანაში თბილი დღე და თბილი ღამეა, საქართველოში ოცნებებსაც უცხო აქვთ ფერი... განა შემეძლო ჩემს სახლზე რომ რამე არ მეთქვა? ჩემი სამშობლო დიდი არის, დიდი ძალიან, შენც რომ გაიგო, შენც რომ იგრძნო, ხმა რომ წაგერთვას ეს მზე ახლოდან უნდა ნახო, ჩემო ძამია!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. კარგია, წერე წერე ბევრი წერე საქართველოზე. სხვა საქართველო სად არის... კარგია, წერე წერე ბევრი წერე საქართველოზე. სხვა საქართველო სად არის...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|