ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნია მორი
ჟანრი: პოეზია
20 მარტი, 2009


რეპუტაცია


დამიქსეროქსე ეს საღამო...
შენ როდის იყო რამეს (მ)ჩუქნიდი?!.
ძუნწზე ძუნწი ხარ!..
იქნებ დათვალო,
ჩემს ქაჩალ თავზე მერამდენე დოლაბი ბრუნავს?..
ყლეზე მკიდია რომელ თვეში რა ამინდია,
დიდი ხანია ამოვვარდი ყველა რიტმიდან
ამ ექსპრომტივით.
მე მუცელშივე გამაშვილეს.
რეპუტაცია - ლოთი, ქურდი და მათხოვარი,
შიშველი დადის
და კუზის ქვეშ ბუმბულებს მალავს.
 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს