ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
18 მაისი, 2025


გულწრფელი ვარ მე ჩემს სათქმელთანა

მენატრება სიჭაბუკის წლები,
სკოლისა და სტუდენტობის ხანა,
კვლავ წინ მიდევს ,,უქარქაშო ხმლები“,
მტკივა ოშკი, ხახული და ბანა.

ლექსებს ვუწერ პირველ შეყვარებულს,
მენატრება მშვენიერი ანა...
გულიც ლოცავს ჩემს მიერვე ქებულს,
ჩვენც ვისმენდით დედის იავნანას.

მე იმ წლების გახსენება მიყვარს,
ჩემთვის იყო ბედნიერი ხანა...
ვიდრე ვცოცხლობ, ვამბობ მართალ სიტყვას,
გულწრფელი ვარ მე ჩემს სათქმელთანა.

2025

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები