ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შოკი555
ჟანრი: პოეზია
20 მარტი, 2009


უღირსო!!!

გრძნობის უღელში განმეორდი,გულში სტუმრობით
მივექანები ბასრ კლდეგანში,როგორც გვირაბში.
ბებერ ფიქრებში გარდასული ოხვრის შხამი ხარ,
საპირისპირო გზაზე დგახარ,როგორც მირაჟი.
ნამუსს ნუ ახდი ჩემსს დაძარღვულ ვნებას უმანკოს,
არ დაიბადოს გასტუმრებულ ფიქრების პირმშო.
არ მეალერსო,არ გამსვარო ოცნების ლაფში,
ნუ მეორდები,არ დამბუგო,გესმის? უღირსო...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები