ფანჯრიდან ხედია ლოტკინის . ვზივარ . მივირთმევ ტკბილ ყავას. ქალაქში მძვინვარებს ,,ბოტკინი ,, კლინიკის ეზოში ჭილყვავებს ვაპურებ. ვეწევი. ვიღამებ . ნელ-ნელა დაცხება მზის სხივი. შარშან ხომ ერთად ვიყავით ? ახლაც მჭირდები სისხლივით ! მოცვივდნენ სიზმრიდან რაშები ჭენებით , ფლოქვების თქარუნით. სველი პერანგიც გაშრება , გაქრება დარდები ფარული და ჩემ გულს ნაისრალს , ნაკენჭარს აანთებს მზის ღმერთის ,ან ეშმის ყვითელი კბილების დაკრეჭა და შემაფხიზლებს ,გალეშილს . შევცქერ კვლავ მთვარეს ,დამშეულს , თავიც აღარ მაქვს დამალვის . ,,ჯვარს ეცვი, თუ გინდა! საშველი , არ არის, არ არის, არ არის ! ,, მე მაინც მიყვარხარ! უშენო დღეები წავშალე ხსოვნიდან . და თუ თავს მაინც ვუშველი მოვალ, ყვავილებს მოგიტან . მაგ შენი კაბის კესანებს ვრწყავდი, სიცოცხლით ვავსებდი . ,,ვით მოწყენილი ვერსალი,, ეზოც არ არის ასეთი : არც ყინვა არი გარშემო , არც გაზაფხულის თოვლი დევს . არც შენ არ ჩანხარ ,არც შენი წერილი ,როდის მოვიდე!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. აქ ერთი ბიჭი ზის, სიგარეტით და ტკბილი ყავით, და ცდილობს მზე და მთვარე ერთად შეახვედროს ლექსში, რომ ვიღაცის არარსებობა გადაარჩინოს.
ვხედავ, როგორ ებრძვის მარტოობას ლოტკინის ხედით, სიზმრებით, ღმერთითაც და ეშმაკითაც — თან ისე, რომ ბოლომდე არვერთს ეყრდნობა.
კი, მაგრამ გულწრფელი — და ზოგჯერ ეგ უფრო დიდი სიმამაცეა.
ჩემთვის ყველაზე ძლიერი სტრიქონი იყო: „არც შენ არ ჩანხარ, არც შენი წერილი – როდის მოვიდე!“ მთელი ლექსის ჩუმი ძარღვი. აქ ერთი ბიჭი ზის, სიგარეტით და ტკბილი ყავით, და ცდილობს მზე და მთვარე ერთად შეახვედროს ლექსში, რომ ვიღაცის არარსებობა გადაარჩინოს.
ვხედავ, როგორ ებრძვის მარტოობას ლოტკინის ხედით, სიზმრებით, ღმერთითაც და ეშმაკითაც — თან ისე, რომ ბოლომდე არვერთს ეყრდნობა.
კი, მაგრამ გულწრფელი — და ზოგჯერ ეგ უფრო დიდი სიმამაცეა.
ჩემთვის ყველაზე ძლიერი სტრიქონი იყო: „არც შენ არ ჩანხარ, არც შენი წერილი – როდის მოვიდე!“ მთელი ლექსის ჩუმი ძარღვი.
1. ლოტკინიდან მონაბერი ნიავი მომეწონა. ლოტკინიდან მონაბერი ნიავი მომეწონა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|