მთავარი გვერდი
პორტალის შესახებ
რეგისტრაცია
ნაწარმოებები
კომენტარები
რეცენზიები
დღიურები
წევრები
ლიტ-მოვლენა
ილუსტრაცია
მოგვწერეთ
ძებნა
ფორუმი
გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში
* * *
გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.
* * *
დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!
ყველა ნაწარმოები
ავტორი:
ვენი
ჟანრი: პოეზია
30 ივნისი, 2025
ვერასოდეს
ვისთვისაც მოკვდი და დაიმარხე,
ვისთვისაც მიწა და მტვერი ხდები,
არასდროს განკურნავს თავის ნახმლევს,
არც მაშინ სულად რომ აღმოხდები.
არასდროს იფიქრებს შეცდომებზე,
შენს ტკივილის უწამლებს ვერაფრით და,
ინანო აჯობებს, შენც რომ ენდე,
სული ხარ, რომელიც ვერ გაფრინდა.
ვისთვისაც მოკვდი და იმარხები,
ვისთვისაც მიწა ხარ, ყომრალი ხარ
მისთვის იმ ხესავით უხმოდ ხმები,
ჩუმად რომ უყურებს ოთახიდან.
მისთვის დაიბადე ტალღებიდან,
დღეს ხვალის ტვირთი და სასოც ხდები.
თუმცა ვერასოდეს აღდგები და
მისთვის ვერასოდეს გაცოცხლები.
გადმოწერეთ PDF ფორმატში
კომენტარები
ილუსტრაციები
რეცენზიები
1.
როგორი დარდიანი ლექსია?!
როგორი დარდიანი ლექსია?!
მუხა.
2025-07-07 02:20:53
მონაცემები არ არის
მონაცემები არ არის
05.09.2026 06:03:18