ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სამუმი
ჟანრი: პოეზია
27 ივლისი, 2025


დედის

დეიდა არ მყავს...
დედაჩემის სუნი აქვს ხეებს.
მაისის პირზე გამწვანდება ოდეს თუშეთი.
დედის სუნი აქვს მიტოვებულ საფუნთუშეებს...
დედის სუნი აქვს ამ საბანსაც, მთელ ჩემ ბავშვობას,
დამსკდარ მლაშობებს.
დედის სუნი აქვს შერჩენილი სოხუმის პალმებს,
დედის სუნი აქვს წითელ კაშნეს, იისფერ ჩალმას.
დედის სუნი აქვს ჩემ ლექსებსაც. სიზმრებს - დილისას.
დედის სუნი აქვს ყველა თილისმას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები