ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
30 აგვისტო, 2025


როგორც ციხეს - გალავანი...

მიდის ჩემი ქარავანი,
რა ხანია მივყვები...
როგორც ციხეს - გალავანი,
ბეჩავს ისე მჭირდები.

ჩემთვის არ ხარ სულერთი და
ვარ ცრემლშეუშრობელი,
მჯერა: მლოცავს სულეთიდან
დედა - ჩემი მშობელი.

შვილს მჩუქნიდა ლამაზ წამებს,
თუმც მაქვს წერის უნარი,
ტკივილს დროც ვერ დამიამებს,
დროც არ არის მკურნალი.

დამილოცე ქარავანი
გაზრდილს დედის უბეში,
როგორც ციხეს - გალავანი,
მეც მჭირდება ნუგეში.

2025

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები