 | ავტორი: ნადირი ჟანრი: პოეზია 22 მარტი, 2009 |
ძნელია ქვეყნად ვინმემ გაგრიყოს, ფურცლებს შევყურებ უკვე წლებია, ისეთი, ოღონდ ყალბი არ იყოს ხშირად წერტილიც მომნატრებია.
მე ლექსი მხიბლავს თავის სიმცირით, სიპატარავით უფრო მანცვიფრებს, ხშირად ერთ სიტყვას მეტად მივტირი, ვიდრე პოემას, ანდა მანიფესტს.
ცხოვრება რაა?!-უცებ გაგთელავს! იმედი რაა?!-ისიც გაგწირავს! იფრინა როგორც ციცინათელამ, ჩემი სიცოცხლის ერთმა ნაწილმა.
უკვე გამაკრეს ძელზე სიტყვებმა, უკვე წაიღეს სუნთქვა ბგერებმა, ახლა უბრალო აზრიც მისხლტება, ახლა პატარა სიოც მერევა.
რა ვარ, რა ვიყავ?!--ჩემი ხელები, დაშვებულია, როგორც ნიჩბები, მოჩვენებითი ბედნიერებით, გაურკვეველი კითხვის ნიშნებით...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
23. კარგი ხარ! ძალიან... :) კარგი ხარ! ძალიან... :)
22. "მე ლექსი მხიბლავს თავის სიმცირით, სიპატარავით უფრო მანცვიფრებს, ხშირად ერთ სიტყვას მეტად მივტირი, ვიდრე პოემას, ანდა მანიფესტს." მაგარია!!!! :) :) :) :) :)
"მე ლექსი მხიბლავს თავის სიმცირით, სიპატარავით უფრო მანცვიფრებს, ხშირად ერთ სიტყვას მეტად მივტირი, ვიდრე პოემას, ანდა მანიფესტს." მაგარია!!!! :) :) :) :) :)
21. რატომ ასეთი მძიმე განწყობა?... პოეტური ძიებისაა, ალბათ და მალე ახალიც დაიწყება... :) რატომ ასეთი მძიმე განწყობა?... პოეტური ძიებისაა, ალბათ და მალე ახალიც დაიწყება... :)
19. რა ვარ, რა ვიყავ?!--ჩემი ხელები, დაშვებულია, როგორც ნიჩბები, მოჩვენებითი ბედნიერებით, გაურკვეველი კითხვის ნიშნებით...
ოოოოო, შენებურია სოსო...ნაღდი :) 5555555555555555 რა ვარ, რა ვიყავ?!--ჩემი ხელები, დაშვებულია, როგორც ნიჩბები, მოჩვენებითი ბედნიერებით, გაურკვეველი კითხვის ნიშნებით...
ოოოოო, შენებურია სოსო...ნაღდი :) 5555555555555555
18. ისეთი, ოღონდ ყალბი არ იყოს ხშირად წერტილიც მომნატრებია.
ნაღდია! ისეთი, ოღონდ ყალბი არ იყოს ხშირად წერტილიც მომნატრებია.
ნაღდია!
17. გარკვეული კითხვის ნიშანი? რაღაც ახალია ლაკი გარკვეული კითხვის ნიშანი? რაღაც ახალია ლაკი
16. მაგარი ხარ.. ნადირ..
5 მაგარი ხარ.. ნადირ..
5
15. კარგია ძალიან და მიხარია .... კარგია ძალიან და მიხარია ....
14. მოჩვენებითი ბედნიერებით, გაურკვეველი კითხვის ნიშნებით... კითხვის ნიშანი ყოველთვის გარკვეულია - მან იცის სად დადგეს.. ბედნიერებას ხშირად ეშლება... "ჩემი ხელები, დაშვებულია, როგორც ნიჩბები," - არ გამაგონოთ!!!
მოჩვენებითი ბედნიერებით, გაურკვეველი კითხვის ნიშნებით... კითხვის ნიშანი ყოველთვის გარკვეულია - მან იცის სად დადგეს.. ბედნიერებას ხშირად ეშლება... "ჩემი ხელები, დაშვებულია, როგორც ნიჩბები," - არ გამაგონოთ!!!
13. ვიცოდი და მიყვარს მაგრად. 5 ვიცოდი და მიყვარს მაგრად. 5
12. რა ვარ, რა ვიყავ?!--ჩემი ხელები, დაშვებულია, როგორც ნიჩბები,
არასოდეს გაგწიროთ იმედმა... :) რა ვარ, რა ვიყავ?!--ჩემი ხელები, დაშვებულია, როგორც ნიჩბები,
არასოდეს გაგწიროთ იმედმა... :)
11. მეც მახსოვს ეს... მოგიკითხეთ :) მეც მახსოვს ეს... მოგიკითხეთ :)
9. ეს ვიცოდი, ნადირო...5 ეს ვიცოდი, ნადირო...5
8. ეს ლიტერატურა.გეზეც გედოთ მგონი? ++ ეს ლიტერატურა.გეზეც გედოთ მგონი? ++
7. მეც მახსოვს :) მეც მახსოვს :)
5. მახსოვს ეს ლექსი. კარგია.
მახსოვს ეს ლექსი. კარგია.
4. ლექსი უზადო, დიდი ოსტატის ხელწერით! მასონებზე დაწერილ ჩემს წერილზე, აქ გამოთქმულ კომენტარზე, მთლიანად გეთანხმები! ლექსი უზადო, დიდი ოსტატის ხელწერით! მასონებზე დაწერილ ჩემს წერილზე, აქ გამოთქმულ კომენტარზე, მთლიანად გეთანხმები!
3. ჩემო დათო ვიცი რომ შენ დაბადებით დისიდენტი ხარ, სწორედ ამიტომ გამოვთქვი ჩემი აზრი... თუ გახსოვს ცხონებულ ზვიად გამსახურდიასაც შეუგდეს რუსეთის სპეც სამსახურებმა მასონური თემა და მაშინ მაგრად იმუშავა, ანუ მთელი ყურადღება ნამდვილი მონსტრისგან რაღაც ფეერიულ მასონურ მოძრაობებზე გადავიდა, რომლის ნამდვილი სახე არავის უნახავს. დრომოძველებულ მასონურ ორგანიზაციებს დღეს ისეთი იდეური და ფინანსურუ ომები აქვთ ერთმანეთთან გაჩაღებული რომ საქართველოსთვის არ მგონია ცხელოდეთ, მაგრამ ზვიადის დროს ყურადღების რუსეთიდან მასონებისკენ გადასროლამ საქართველო ფაქტიურად ზურგით შეატრიალა ხმალამოწვდილი ვერაგი მტრისკენ და მანაც უპრობლემოდ ჩაქვცა მახვილი... ჰოდა დღესაც, როდესაც ასეთ თემებს ვეხებით ძალიან ფრთხილად უნდა შევეხოთ, განსაკუთრებით შენნაირ დაბადებით დისიდენტებს მართებთ ეს სიფრთხილე... გამიგე ალბათ! ჩემო დათო ვიცი რომ შენ დაბადებით დისიდენტი ხარ, სწორედ ამიტომ გამოვთქვი ჩემი აზრი... თუ გახსოვს ცხონებულ ზვიად გამსახურდიასაც შეუგდეს რუსეთის სპეც სამსახურებმა მასონური თემა და მაშინ მაგრად იმუშავა, ანუ მთელი ყურადღება ნამდვილი მონსტრისგან რაღაც ფეერიულ მასონურ მოძრაობებზე გადავიდა, რომლის ნამდვილი სახე არავის უნახავს. დრომოძველებულ მასონურ ორგანიზაციებს დღეს ისეთი იდეური და ფინანსურუ ომები აქვთ ერთმანეთთან გაჩაღებული რომ საქართველოსთვის არ მგონია ცხელოდეთ, მაგრამ ზვიადის დროს ყურადღების რუსეთიდან მასონებისკენ გადასროლამ საქართველო ფაქტიურად ზურგით შეატრიალა ხმალამოწვდილი ვერაგი მტრისკენ და მანაც უპრობლემოდ ჩაქვცა მახვილი... ჰოდა დღესაც, როდესაც ასეთ თემებს ვეხებით ძალიან ფრთხილად უნდა შევეხოთ, განსაკუთრებით შენნაირ დაბადებით დისიდენტებს მართებთ ეს სიფრთხილე... გამიგე ალბათ!
2. საუკეთესო ლირიკა ;;) საუკეთესო ლირიკა ;;)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|