ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
26 დეკემბერი, 2025


ვარ ამაყად ორივე ფეხზე წამომართული

აიეტის დროიდან
არ ვყოფილვართ მდგმურები,
ეს ქვეყანა მოვიდა
გმირთა დამსახურებით.

ფარნავაზის დროიდან
გვაქვს ანბანი ქართული,
ვარ ამაყად ორივე
ფეხზე წამომართული.

დღეს ულექსოდ ცხოვრება
ვერ წარმომიდგენია,
მიდღეგრძელეთ ვაჟა და
რუსთაველის გენია.

დამილოცეთ გზა-შარა,
მთები, ზვრები, ქუჩები,
ჩვენო ლამაზმანებო
დამიკოცნეთ ტუჩები.

ნურასოდეს გამკიცხავთ,
თქვენ გიმღერით ეს გული,
ვიდრე ფეთქავს ამ მკერდქვეშ,
არის სუფთა, ერთგული.

რომ მოვკვდები, მიტირეთ,
ცრემლი არ დაინანოთ,
თორემ მერე ვინ იცის,
შეიძლება ინანოთ.

ვეტრფი თამარ-ნინოებს,
თინათინებს, ნესტანებს,
შოთას ,,ვეფხისტყაოსნის“
მეც მწამს თქვენი კვნესამე.

იდეებზე აღზრდილნი
ბევრ სიკეთეს თესავენ,
ქართველები ხმლებს დღესაც
მამულისთვის ლესავენ.

ოთარ რურუა

2025

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ოთარ ცისკაძე ვულოცავთ დაბადების დღეს