ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: საბავშვო
24 მარტი, 2009


უ შ ი შ ა

უშიშა უნდა გაგაცნოთ,
მალე ხუთი წლის
რომ ხდება,_
ხან ლოდებს ეჭიდავება,
ხან ღობეს შეაბობღდება,
ანცია,
თავისწვერაა,
ხანდახან
წკეპლაც მოხვდება...
ნეტავი მაშინ განახათ,
ხმალი რომ მოაგონდება,
შემოგეჭდობა,
შეგანჯღრევს,
ბელივით აგეტოტება,
თან ისე ამოიოხრებს,
კაცს გული დაგიღონდება...

ხმალს ჯრ ვერ მოგცემ,უშიშავ,
მამალს დაჰკრავ და მოკვდება.
გაიზრდები და გაჩუქებ,
მამულის მტერსამც მოხვდება!

ვერ გავიმეტე ირემი
------------------------------
თინიბექი და თოთია
ტყიდან ბუზღუნით მოდიან.
_რად არ ესროლე,თინიბექ?_
თოთიას ხმაში შფოთია...
_ვერ გავიმეტე ...ირემი
დათვივით გონჯი როდია!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები