ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
11 იანვარი, 2026


ავად ვიყავ, ავადა...

ავად ვიყავ, ავადა,
მახველ სანახავადა...
შენი მადლიერი ვარ,
რომ მიწამლე თავადა.

გულს დაედე წამლადა,
გავხდი შესაბრალადა...
მინდა შენთვის ვიმღერო
,,ხევსურული ბალადა“.

თუ გსურს ,,სიმდი“ ვიცეკვოთ,
ან ვიმღეროთ ,,ვარადა“...
მე - ბეჩავი შენს მიმართ
გრძნობამ დამაავადა.

გწამდეს: თუკი ოდესმე
შენც გახდები ავადა,
თუმც არა ვარ ექიმი,
მე მოგხედავ თავადა.

გაკოცებ და თბილ გულში
კვლავ ჩაგიკრავ მაგრადა,
ჩემი სითბოს წყალობით
მწამს: გახდები კარგადა.


ოთარ რურუა

2026

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ebraeli2 ვულოცავთ დაბადების დღეს