 | ავტორი: ვანანო ჟანრი: პოეზია 18 იანვარი, 2026 |
ყველაფერი წავიდა თან წაიღო ვალები, სხვასთან ვეღარ მივდივარ, აქ დამირჩა თვალები.
ჩემი გადახდილია მიყვირიან ქალები, რადგან იქ გავიღიმე სად დრომ თავი დაკარგა, თვალით ვერ მოვიხიბლე, ხილული რადგან სხვა.
თუკი უნდა მაწამოთ ისევ ისე ბალიშით, ვიტყვი გადახდილია, ვინც ეწამა ციხეში, მისგან წაღებულია ჩვენგან ავის თარეში!!
ხომ არაფერს გიშავებს, ჩემი ღიმი, თვალები, რატომ გშურდეს სინათლის, რაც რომ სინამდვილეა, აქაც გეტყვი, გეთაყვა, ჩემი გადახდილია!!
რადგან გადახდილია, ვტოვებ სევდას ბალიშზე, სადავეა უცხენო, არაფრისგან გავკინძე.
მიწევს სახის გაბადვრა ბოროტების ძახილზე, ჩემი გადახდილია, აქაც ვაწერ კლავიშებს!!
ჩემი გადაიხადა, ჩემგან ვინაც ეწამა, უკვე გამოხსნილია კლიტე, კატა, საყურე!!
მე რომ დღესაც ვანათებ, მათი გამოწვდილია, მეძახიან მფარველნი: შენი სევდისთვის, -უკვე გადახდილია!!
2025 მირკა
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. მიღებულია. არა უჭირს, ვანანო საყვარელო, ხდება, მეც მომსვლია.
მიღებულია. არა უჭირს, ვანანო საყვარელო, ხდება, მეც მომსვლია.
3. ცოტა გამიჭირდა იმის მიღება, ასე კარგად რომ შეაფასეთ, ქ-ნო ნინო, გულწრფელი მადლობა და მომიტევეთ დაუფიქრებელი პასუხი. ცოტა გამიჭირდა იმის მიღება, ასე კარგად რომ შეაფასეთ, ქ-ნო ნინო, გულწრფელი მადლობა და მომიტევეთ დაუფიქრებელი პასუხი.
2. რა რეფრენიო, რა ეფექტური თამაში, არ მჯერა მე მაგის, იყოს ბუნდოვანება, უფრო ნამდვილია და ჩემეული. მადლობა რა რეფრენიო, რა ეფექტური თამაში, არ მჯერა მე მაგის, იყოს ბუნდოვანება, უფრო ნამდვილია და ჩემეული. მადლობა
1. მე რომ შემეძლოს, რაციონალიზაციას გამოვეხსნა და ასოციაციურ ბმებს, თუნდაც შემოთავაზებულ რეფრენულ თამაშს უბრალოდ, ავყვე , ვიტყოდი, რომ ეფექტური პოეტური თამაშია შემოთავაზებული. სამწუხაროდ, მეტისმეტ ბუნდოვანებებს ჩემი გონება შრიალად აღიქვამს , მის დეკოდირებას ვერ ახდენს, მაგ ასეთისა:
სადავეა უბელო, არაფრისგან გავკინძე.
მიწევს სახის გაბადვრა ბოროტების მარხილზე,
+2 მე რომ შემეძლოს, რაციონალიზაციას გამოვეხსნა და ასოციაციურ ბმებს, თუნდაც შემოთავაზებულ რეფრენულ თამაშს უბრალოდ, ავყვე , ვიტყოდი, რომ ეფექტური პოეტური თამაშია შემოთავაზებული. სამწუხაროდ, მეტისმეტ ბუნდოვანებებს ჩემი გონება შრიალად აღიქვამს , მის დეკოდირებას ვერ ახდენს, მაგ ასეთისა:
სადავეა უბელო, არაფრისგან გავკინძე.
მიწევს სახის გაბადვრა ბოროტების მარხილზე,
+2
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|