 | ავტორი: დებორა ჟანრი: პოეზია 14 თებერვალი, 2026 |
ქცა
(მასზეა, ოღონდ ტირილს არა ვართ!)
მას ცხოვრებაში მხარი აექცა: ფულის ტომარა უცებ წაექცა და მთელი ჭერიც თავზე დაექცა, ინერვიულა - წონა გაექცა, წონა გაექცა - ცოლიც გაექცა, ცოლი გაექცა - ცუდად მოექცა, ცუდად მოექცა - არ შემოექცა, არ შემოექცა - სისხლი ჩაექცა, სისხლი ჩაექცა - ღრანჭი მოექცა, ღრანჭი მოექცა - ვერას შეექცა, ვერას შეექცა - ზედ გადაექცა, ზედ გადაექცა - წვალებად ექცა. სადაც გაიქცა - ყველგან წაიქცა, ყველგან წაიქცა - სულმთლად დაიქცა, სუმთლად დაიქცა - სხვად გადაიქცა, სხვად გადაიქცა - ცა ჩამოიქცა, ცა ჩამოიქცა და იმა ქვეყნად ასე მიიქცა!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|