ნაწარმოებები


ვუსამძიმრებთ ყოველ ქართველს, უწმინდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის გარდაცვალებას     * * *         * * *         * * *         * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: საბავშვო
4 მარტი, 2026


მხიარული ონომატოპეა

#ლექსები

ეს დღეები ძალიან დაძაბული ვართ ყველანი, ცოტა გავერთოთ, თორემ დავიხოცებით!

ნინო დარბაისელი

მხიარული ონომატოპეა

დაიძახა ცხვარმა: - მეეეო,
რაო, ფარას მოუხმეო?!

მამალმა თქვა:-  ყიყლიყოო,
დედლის დევნამ რა მიყოო.

ბატმა დაიყიყინაო:
- გუბე რად გაიყინაო?

დაიძახა ყვავმა ყვა-ყვა!
მთელი საყვავეთი აყვა.

ფიჩხმა გაიტკაცუნა,
გამოვარდა კაცუნა.

გამოვარდა კაცუნა -
პირი გააცმაცუნა

გავექეცი ტყაპატყუპით
ვირის წიხლი მომხვდა ტყუპი,

საიდანღაც ხარხარით
დამეწია ხარ.. ხარი,

- ნუ გაგისკდა გუ… გული -
- აგუგულდა გუგული,

შორით დაიჭრიჭინა
კოკროჭინა ჭრიჭინამ.

შემეშინდა რაკ.. რაკი,
რუმ დაიწყო რაკრაკი,

რანაირი ჩურჩულია,-
გული გამოჩურჩულია?

ღრუბლებია ცაში რუხი,
ისმის მეხის რახარუხი.

ეს რა მჭახე  ჭახანია,
არ მსმენია, რა ხანია.

სიზმრეულ  ნარაკუნევს,
ვტოვებ, დამიკაკუნეს!

უკვე  შაშვი ჭახჭახებს.
ცაზეც მზე მოჩახჩახებს!

დანარჩენი - თქვენ მოიფიქრეთ და მოუმატეთ!

- - - -

* ონომატოპეა -  მარტივად, ხმამიბაძვითი სიტყვები

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები