ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ელენა0101
ჟანრი: პოეზია
19 მაისი, 2026


მარტოობის პერანგი

წყდება ჯაჭვის ბოლო რგოლები,
ღამეს ერკინები ვერაფრით,
წყვდიადი - ოთახის კედლებში,
გტკივა მარტოობის პერანგი...
სწრაფად შემოხურულ დარაბებს,
გული მოაყოლა წამსვლელმა,
და თვალის გუგების ნაკვერჩხალს,
უცეცხლო შემორჩა წამება...
ითვლი და სათვალავს ერევი,
კალენდარს გასცვივდა წარსული,
გინდა დავბრუნდე და ვერ ხვდები,
რომ სამუდამოდ ვარ წასული...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები