ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: იუმორისტული
23 ივლისი, 2026


არ ამაღო მე ხელი!

„არ ამაღო მე ხელი!“
მოგიწოდებს რუსეთი,
შენ პასუხობ: „გრეხები“,
არ მსურს საბურუსეთის!“

„არ ამაღო მე ხელი!
გვქონდეს ერთი უღელი,
არ იქნები ხმელ-ხმელი,
ხარი მუხლმოუხრელი.

თქვენგან გვინდა „ექშენი“:
შეიცვალეთ ადათი,
სამინისტრო შექმენით
ქორწილების გამართვის,

მიკიტნობა შეგშვენით,
ნირი ბარიშნიკების,
მლიქვნელობა რეგვენის,
ქცევა მალჩიშნიკების,

„შახტი-კოტეს“ ზნეობა
და სიხარბე იუდის,
მოგვემატოს მხნეობა
რათა თქვენი სიმრუდით.

მინისტრებად დანიშნეთ
ოღონდ ჩვენი დესანტი
და ვნებები გასინჯეთ
სადისტ მარკიზ დე სადის.

ჩვენზე ხელის აღებით
თორემ აგიშარდებით,
ლხინში დაიდაღებით,
გადმოღვრილი შარდებით.

არ ამაღო მე ხელი!“

23 ივლისი, 2026 წ.

„არ ამაღო მე ხელი“ - კომპოზიტორ ქეთი გაბისიანის ცნობილი სიმღერის სახელწოდება

Барыш - მ. საუბ. ხეირი, სარფა, გამორჩენა, მოგება

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ebraeli2 ვულოცავთ დაბადების დღეს