ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ელენა0101
ჟანრი: პოეზია
31 ივლისი, 2026


სათქმელს ვერ ვიტევ

მე სათქმელს ვერ ვიტევ, ქალაქი აივნებს,
ვერ ვსუნთქავ, ფილტვები ამ ჟანგბადს არ იღებს,
დღეს ჩემი სიმხდალე პირველად ვამხილე
და გაცვეთილ ნიღაბს პირველად არ ვირგებ...
ვითვლი და ვერ ვიხდენ მაქმანებს სხეულზე,
ბაფთებიც გამიცვდა, ბაფთები გახუნდა,
და როცა თვალების გუბეში ჩაიხვრჩნენ
ნაპერწკლებს სიმართლე მაშინაც არ უთქვამთ....
მიყვარდი, ან არც კი, ან მიყვარდისავით,
მინდოდა ერთ გულში მეპოვნა მეორე,
შენ მეცხრე სართულის მეცხრე ცა იყავი
მაგ ციდან ჩამოსვლას ტყუილად ველოდე.
ქალაქი აივნებს ვერ იტევს...მე - სათქმელს....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები