ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
4 აგვისტო, 2026


პალატინის სონეტი - მონორაიმი

ნინო დარბაისელი

პალატინის  სონეტი - მონორაიმი

(ვინც ხართ რომში ნამყოფი, ალბათ  იცით - პალატინის ბორცვია ერთ- ერთი პირველი,  რასაც ტურისტები ნახულობენ)

ბაცი მომწვანო პალატა და შენ - ბუნებით მორცხვი,
მე -  სანახავად მოსული. პარკით -  ვაშლი და მოცვი.
ტუმბო. ზედ  რაღაც სასმელი და ერთი ხელსახოცი.
უაზრო სიტყვა : - შენზე წინ სხვებია  დასახოცი!

რა გვაცინებდა, აგვიტყდა ორივეს რა ხორხოცი!
- გახსოვს, რომში რომ დაგკარგე? იყო მაისის ოცი,
მე - შენი მეხსიერებით  ერთხელაც განაოცი:
ვამბობ:- ეგ რამ მოგაგონა,  წელია მთლად ორმოცი!

ფეხით რამდენი ვიარეთ,  ფოტოა - წარუხოცი.
ფულიც დაგიდე,  ძველი ვთქვი -  “მიციამ იცის მოცი! ”
ზედ მოვაყოლე გიშერი,  ტაძარში შენალოცი.
თქვი: - სიკვდილს  არ ენაღვლება შენი ნაცი და ქოცი!

მაინც, რა კარგად გადარჩი, საქმეა მოსალოცი!
- ცალძუძუ  ვარო,  გამთხარეს, ვით  პალატინის ბორცვი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები