ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარტინ
ჟანრი: პოეზია
5 აგვისტო, 2026


**** თ...

ციცავ ცოტა მოიცა
-ნუთუ აქ ხართ ბატონო?
ეს კედლები ამ დუმილს
ვეღარ შეინახავენ,
ვერც საყრდენი გაუძლებს
ვეღარც საქალბატონე
დაიცლება ოდესმე
გახვრეტილი მახარა.

დაფერთხილი ღიმილით
და დამფრთხალი მუხლებით,
ცხადად-სიზმარ არეულს
კარადიდან თოჯინებს
სახეს აუთამაშებს
არაფიქრის მუხლუხო,
გადაღლილი სიჩუმის
სვავებივით საჯიჯგნად.

ყოველ ღამე საათი,
როცა ვეღარ წიკწიკებს
ფეხაკრებით დადიან ოთახებში ჩრდილები.
-იცი? მე მეშინია
თოჯინების სიწითლის
როცა იკრიბებიან
ბნელში სამარჩიელოდ.

-აქ არიან.
-ჰო ვიცი.
ისინი აქ არიან.
-გეშინია?
ინათებს
და სარკმელთან არილი.
ფეხაკრეფით ჩამოვა ციდან მაცხოვარივით.

ტიკ-ტაკ მღერის საათი.
წკაპ-წკუპ წვიმამ უმატა.
აღარც სამასლაათო
აღარც დარდის ყულაბა.

სისხლით სავსე ოთახი
ცარიელი კარადა.
არჩევანი მოხარშეს
ახლა წვავენ არადანს. 



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები