ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
12 აგვისტო, 2026


გალაკტიონის დადის ლანდი ფლორენციაში

#ლექსები
ნინო დარბაისელი

გალაკტიონის  დადის ლანდი ფლორენციაში (სონეტი)

სამაიურით  სამი მუზა - სამი ფერია
სავონაროლას  ქვის  და რკინის  გულს დაუნელებს. 
ია-ვარდების  ფლორენცია - ცის საფერია,
გაზაფხულია, “პრიმა ვერა” აფრქვევს  სურნელებს,
.

მარმარილოდან შორეული ხმა  მესმის  შენი,
სდევს დიად წარსულს  სული შენი - არსად წასული!
პალაცოების კედლებში ხარ აქ ჩანაშენი,
გუმბათს ევლები - ლანდი მარად რენესანსული.

ტობანიერში  ხარ შობილი,  თუ ხარ ჭყვიშელი,
ხარ აქაური სულით,  მაგრამ ვინ დავაჯერო!
გირლანდაიო, რაფაელი,  თვით ბოტიჩელიც,
მოგერგებოდა, (თუმცა  არა - მიქელანჯელო!)

საქართველოში?! -  ბევრიც სცადონ,  როგორ გატიონ?
აქ, ფლორენციულ  ლანდებში ხარ,  შენ - გალაკტიონ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები