 | ავტორი: კატია ჟანრი: პროზა 12 აგვისტო, 2026 |
თეთრ ღრუბელზე სისხლისფერი წვეთი, სიმორცხვისფრად აფორიაქებულმა დაფარა. სახეზე სიყვარულისფერი ალმური ჰქონდა ხოლმე ასეთ დროს ფოფოდიას. ჰაეროვნად დააბიჯებდა მიწაზე, ღრუბლისფერი კაბით და ღვთისმოშიში მოკრძალებით. სიყვარულს ქადაგებდა მღვდელი, მაგრამ ფოფოდიას ემპათია არ შეეძლო და არც ისწავლიდა აწი სიყვარულს. მორჩილებაში გადიოდა წლები სახლში, ეზოში კი ხეებზე გუგულების თვლაში. კარზე კაკუნია. კარს აღებს და არავინ დგას. გაკვირვებული მიუბრუნდა სახლის საქმეს. ქარი არხევდა გარეთ ხეებს, ხეები ტოტებს ათამაშებდნენ და ტოტები ფოფოდიას ნერვებს კარზე რაკუნით. დაღამდა და ნაღვლისფერმა გადაურბინა ცას. ამოვიდა სინათლის ბუშტი, ფოფოდია კი ღრუბლისფერ კაბაში დამორცხვაობდა, ხვალ ისევ ბევრი საქმე აქვს გასაკეთებელი სახლში.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|