 | ავტორი: გილო ჟანრი: პოეზია 17 აგვისტო, 2026 |
ნეტავი ვინმეს მკვდარი შვილი ვყოფილიყავი - მინდოდა მეთქვა, მინდოდა სახლის ირგვლივ არ მევლო შორი-ახლოს და მიუკარებელს, როგორც ცოფისგან გათანგულ ქოფაკს. რომელ მიწაში, რომელ წყალში დავეტეოდი, რომელი ცეცხლი აკინძავდა ქარებს იმ ფერფლით, სხეულის დაწვით რომ მიიღება? ჩემივე ტანის ნაცარი ვიყო, რა გამაოცებს, ჩემივე სიზმრის ლაბირინთის ერთი ბოლოდან დამცხრალ ცხოვრებას, იქვე ვხარხარებ, იქვე ვხრი თავს და ვუერთდები გზაგაუგნებლის მყუდრო ფორიაქს. ზარდახშის მაგვარ მცირე ზომის სივიწროვეში როგორღაც მამხელს უჰაერობა.
ნეტავი ვინმეს მკვდარი ქმარი ვყოფილიყავი - ესეც ვიფიქრე და მას კი თავი ქვრივად არ ეგრძნო. სიმშვიდის ფერხულს აჰყოლოდა უმისამართოდ, დაუღეჭავი ლუკმასავით გულზე კი არ დადგომოდა ჩემი მოსაკლისება, უბრალოდ მშვიდად ეზრუნა უჩემო ცხოვრებაზე, უკმეხად მიეხალა დარდისთვის სიცოცხლის ხალისი და ჭკნობა დაეძლია. ჩემივე ძაღლის და კატების მკვდარი პატრონიც ვყოფილიყავი, ჩემთან შეხვედრის იმედით გატრუნულების, და იმაში დარწმუნებული რომ მათი ბედნიერი თვალები, სევდის ბუნაგად გამოუსადეგარი დარჩებოდა. საკუთარ თავიც ხომ ოდესღაც სიხარულით გამოვიგლოვე? ახლა კი შემიძლია ძლივს შევამჩნიო, როგორ ვდგავარ თავსხმა წვიმაში ავადმყოფურად მომღიმარი და ვითვლი წვეთებს, რომლებიც აღარ მეცემა, ისეთი სიზუსტით ახდენს თითოეული ჩემგან აცდენას, როგორც ეს შეძლო ერთ დროს იღბალმა და გავხდი პოეტი, რომელსაც ლექსები პანტაპუნტით დამეხოცა.
13 აგვისტო 2026 წლის
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. ლექსები პანტაპუნტით დამეხოცა - კარგია. ფინალში კარგადაც მუშაობს. ვითვლი წვეთებს, რომელიც აღარ მეცემა,
და საერთოდაც, ბევრი კარგი მომენტია ამ ლექსში. მთლიანობაშიც კარგია. +3
ლექსები პანტაპუნტით დამეხოცა - კარგია. ფინალში კარგადაც მუშაობს. ვითვლი წვეთებს, რომელიც აღარ მეცემა,
და საერთოდაც, ბევრი კარგი მომენტია ამ ლექსში. მთლიანობაშიც კარგია. +3
2. "როგორც ეს შეძლო ერთ დროს იღბალმა"
მკვდრისგან მოკითხვა...
"როგორც ეს შეძლო ერთ დროს იღბალმა"
მკვდრისგან მოკითხვა...
1. ლექსმკვდარი პოეტი
რა მაგარი ნაწერია ( არ მიყვარს ეს სიტყვა, მაგრამ სხვა ვერაფერი მოვუხდინე ახლა, აქ...)
ლექსმკვდარი პოეტი
რა მაგარი ნაწერია ( არ მიყვარს ეს სიტყვა, მაგრამ სხვა ვერაფერი მოვუხდინე ახლა, აქ...)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|