მოულოდნელად გარდავიცვალე, მუცელზე დაწყობილი ხელებით. ჩიტებით დაცხრილული ცა მახსოვს. ზაფხულის თბილი საღამო იდგა, ნიავი მსუბუქად არხევდა ხეებს, მე კი მოულოდნელად გარდავიცვალე. სულ არ ველოდი ასეთ დასასრულს, მეგონა რომ ჩამეძინა, შეცდომებს ვითვლიდი და თურმე გარდავცვლილვარ. დაგვიანება არასდროს მიყვარდა, მხოლოდ ერთხელ ვიყავი უდიერი და ისიც სასიკვდილო აღმოჩნდა. სიცოცხლის დასრულების დრო რომ არ გამპარვოდა შეიძლება თავიც დამეღწია, მაგრამ ბოლო შეცდომით მოგვრილი სინანულმა მიწას მიმაჯაჭვა, ბოლოს კი საკუთარი ტკივილისგან მოგვრილ სიამოვნებას დავნებდი და გარდავიცვალე, ჩიტებით დაცხრილული ცა მახსოვს. ეს გვიანი სინანული იმათთვისაა ვინც რჩება, ჩვენ კი წამსვლელებს ტვირთი არ გვჭირდება. კარგი იქნებოდა წამით მეტი მქონდა და არც ერთი წამით მეტი, მხოლოდ წამია საკამარისი შეჯამებისთვის, პასუხებისთვის, დამშვიდობებისთვის... მე კი ასე უდროოდ გარდავიცვალე. ახლა გავფრინდები და ცას შავ ნახვრეტს დავაჩენ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|