 | ავტორი: გილო ჟანრი: პოეზია 30 აგვისტო, 2026 |
იზნიქებიან დღეებიდან შორი კედლები, აკრავს მეჩხერი ნაპრალები ოთახს კვირებად, ამ ძირგამომპალ იატაკზე დგანან პედლები, წამოფოფრილი ოცნებებით; წამოყვირება ხანდახან მინდა ბუნებრივად, სადად, უშუალოდ, მინდა და ვაჭერ თითოეულს, ზიზღით, ზოზინით, აწმყოს ნამსხვრევში ვიზილები, როგორც მუშმალა, ყვითელ უკუნეთს ფსკერს ვუსინჯავ დინჯად კოვზივით. მგონია ფხიზლად მაიძულებს ნება დარჩენას, ნება როგორღაც გაბღენძილი. ნეტავ თუ ყვავის ჩემ შორიახლოს, იმ სურნელით რაც აქვს დარიჩინს, ვინმეს ცხოვრება, ყდების მიღმა, თუნდაც მუყაოს? ვერაფერს ვიტყვი, არ ვეყრდნობი საზურგეს ისე რომ მომადუნოს ხერხემალმა, პირიქით ანდაც, ვამხელ იმ დღეებს, პატიმრად რომ ისუნთქო გიწევს, მამხელს ის სიტყვა, სამყაროსთვის რაც დაგიმარხავს.
29 აგვისტო 2026 წლის
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|