 | ავტორი: ლურსმანი ჟანრი: პოეზია 7 ოქტომბერი, 2026 |
დავდივარ გარეთ,რას დავარქმევდი უხმოდ ხეტიალს, ისიც არ ვიცი,ხეს რომელი წყალი უსხია, თუ დავუმატე ნაკვერჩხალი მეტი ალს, ვგრძნობ,უწვიმოდაც გარშემო რომ მაინც სუსხია, და ცინიკურად განწყობილი საკუთარ თავთან მივათრევ თოვლში გზაგაუკვალავ უცხო მარხილებს, თან გონებას და მოუთოკავს ვერაფრით ვმართავ, რაც საბოლოოდ უტანჯვველად მაინც მამხილებს, უკან ყოველი მობრუნება ძილში მარხია, სულ ვიმეორებ;აღიარება ახლა რთულია, ყველა ნაბიჯი მომავლისკენ თითქოს მარცხია, ვერ გამოვხსეწნი,წვრილი ძაფივით ახლართულია
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|