ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელა მგელაძე
ჟანრი: პოეზია
25 ოქტომბერი, 2026


ლექსი გავყიდე

ლექსი გავყიდე,
ჩავპრესეთ ასე,
პრაგმატიზმის ვიწრო ჩარჩოში.
ხელშეკრულებაც გავაფორმეთ,
ორმხრივადაც ხელი იქნა მოწერილი,
რომ პროდუქცია მივაწოდე
მავანს და მავანს.
ნეტავ ვიცოდე, შენ, ვინც იყიდე,
ეს ცხელი და გაურკვეველი
გემოს ნაწარმი,
მცირედით მაინც დაიპურე მშიერი  სული?
თუ, დარჩა შენთვის
ქაღალდზე დატანებულ
შავ ლაქ-პწკარებად?

კი არ გავყიდე,
დუღილისგან რომ  ჭურჭელი
არ გაეხეთქა,
ჩემი გული, თხლად დაჭრილი
სამზეურად გამოვაფინე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები