ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხიდი პოეზისაა
ჟანრი: პოეზია
26 ოქტომბერი, 2026


მომინდა წერა


დღეს მომინდა წერა,ამბებია ჩქარი,
დღეს აღდგომა ზეცის,გადაბრუნდა ნავი,
ცის კაბადონს მშვიდი,დაბნეული ყოფა,
სუყველა კი რწმენის,გვემამ გააცოფა,

აქ ტყვიას და მანდილს დაუკარგავს ფერი,
ბევრი არის მარტო მოშვებული წვერი,
საქართველოს მაცნე გულღია და მკრთალი,
მე ვიღვიძებ ადრე მაგრამ ისევ მთვრალი,

შუახნის კრიზისებში დაკარგული მესა,
აქ რწმენისთვის უნდათ ევროპელი ქლესა,
გულში ნიავ-ქარი,და ჩადგომა მზისა,
აქ ურწმუნომ ტახტი ისევ მიითვისა,

ზომაზეა მეტი ამ სტრიქონის სევდა,
დარდი არ მსურს ვიცი, ეს მზე დამებედა,
სანაგვეზე დაყრილს ნუ მიყურებ მშვიდად,
მე ვწერ ასე ამბებს და სიმხეცეს ბინდად,

ერმა ჭამა სივრცე,მაგრამ გვიან ლოცვა,
მეც მომინდა მაშინ დარდიანი კოცნა,
სულის ხმებით მრავალს აერია ფიქრი,
დაიღალა ზამთრის გალეშილი ფიფქი.

თ.გუბელიძე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები