 | ავტორი: როლანო ჟანრი: საბავშვო 3 ნოემბერი, 2026 |
ექიმი ყვავი 2 ტყეში გავრცელდა ვირუსი, დაიწყო ეპიდემია, მაგრამ ექიმი ერთი ჰყავთ, ექიმი ბრძენი ყვავია.
მთელი დღე დარბის საწყალი, ყვანჩალა დაუღლელია, ხან ვეფხვებს ოყნა სჭირდებათ, ხან ციყვებს ოპერაცია.
ვერ ნახა გამოსავალი, მაშინ დაიწყო აცრები, აცრა ვირუსზე მთელი ტყე, მოზრდილებიც და ბავშვებიც.
პირბადეებიც იშოვნა, ჩამოურიგა ბინადრებს, თან ყველას მკაცრად მიმართა, ცხოველებსა და ფრინველებს.
თუ არ მოიხმართ პირბადეს, ხშირად გახდებით ავადო, ვეფხვმა თქვა: „ოყნის კეთებას, პირბადე მირჩევნიაო“.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|